workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მცირე ცვლილებები საიტზე

მცირე ცვლილებები საიტზე

ალბათ შეამჩნევდით, საიტზე მცირე ცვლილებები განხორციელდა, რომელთაგან რამდენიმეს გამოვარჩევთ:

1. შეგიძლიათ ნახოთ, იმყოფება კონკრეტული მომხმარებელი საიტზე თუ არა;

2. შეიცვალა გამოკითხვის შედეგების ჩვენების დიზაინი;

3. შეზღუდვები დაწესდა ავატარის ზომებზე. მაქსიმალური სიგანე კვლავ რჩება 100px, ხოლო მაქსიმალური სიმაღლე ამიერიდან იქნება 200px. თუ ტქვენ გამოიყენებთ სურათს, რომელიც ამ ზომებში არ ჯდება, საიტი ავტომატურად მოაქცევს მას მითითებულ ზომებში, რამაც, შესაძლოა, გამოსახულების დამახინჯება გამოიწვიოს. ამიტომ, შეეცადეთ, გამოიყენოთ სურათი, რომელიც მოქცეულია მითითებულ ზომებში.

4. შეზღუდვა დაწესდა ხელმოწერის სიგრძეზე. დღეიდან, ხელმოწერაში შესაძლებელი იქნება 250 სიმბოლოს გამოყენება.

 

P.S. ვისაც კომენტარის ციტირებასთან დაკავშირებით გაქვთ პრობლემები, გაასუფთავეთ ბრაუზერის ქეში. საიტი ყველა ბრაუზერზე შემოწმებულია და ეს ფუნქცია გამართულად მუშაობს. თუ თქვენთან პრობლემაა, ესეიგი თქვენს ბრაუზერს საიტის ძველი ვერსიიდან მოაქვს მონაცემები და საჭიროა ქეშის გასუფთავება. თუ არ გსურთ ქეშის გასუფთავება, შეგიძლიათ დაელოდოთ და გარკვეული დროის შემდეგ, პრობლემა თავისით მოგვარდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward