პერუს ეროვნული ნაკრებისა და “ბარსელონას” ყოფილმა თავდამსხმელმა, უგო სოტილმა განაცხადა, თუ ვის თვლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ფეხბურთის ისტორიაში, იტყობინება ესპანური პრესა.
პერუს ფეხბურთის ერთ-ერთმა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა საუკეთესოდ არგენტინელი ლიონელ მესი აღიარა.
“მე მქონდა შესაძლებლობა ბევრი გენიოსი მენახა, მაგალითად მე ვნახე პელე, მარადონა, კრუიფი, მაგრამ ჩემთვის ყველა დროის საუკეთესო ლიონელ მესია. თუ მას “ოქროს ბურთს” გადასცემენ ამ ჯილდოს იგი სრულად დამსახურებულად მიიღებს. ის თავისი თამაშით ადასტურებს, რომ კიდევ არაერთხელ შეუძლია “ოქროს ბურთი” მიიღოს” – განაცხადა სოტილმა.



