ბრაზილიელი მცველი მაქსველი იყო ერთ-ერთი საუკეთესო მატჩში “სევილიას” წინააღმდეგ. პირველ ტაიმში მან ძალიან კარგად ითამაშა და მატჩის მეხუთე წუთზე მესის შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა, რომელმაც ძალიან კარგად გამოიყენა ეს შანსი და ანგარიში გახსნა, მაგრამ მეორე ტაიმში მან დაზიანება მიიღო და გვარდიოლამ ის აბიდალით შეცვალა. ექიმების პირველადმა გამოკვლევამ რომელიც მოედანზევე ჩატარდა აჩვენა, რომ მას აქვს მარჯვენა კუნთის დაზიანება. გამოკვლევა წესით დღეს იყო დანიშნული, მაგრამ ორშაბათისთვის გადაიდო.
ის გამოტოვებს მატჩს “ვალიადოლიდის” წინააღმდეგ რადგან მან მიიღო დისკვალიფიკაცია.
სასიამოვნო ინფორმაცია კი ის არის, გვარდიოლა უკვე შეძლებს ათამაშოს ერიკ აბიდალი ექიმებმა მას უკვე ნება დართეს და ვალიადოლიდის წინააღმდეგ ალბათ ის ითამაშებს.
წყარო: barca.ru