“მალაგას” თავდამსხმელმა, ხავიერ სავიოლამ “ბარსელონას” არგენტინელი ფორვარდი, ლიონელ მესი გაიხსენა და შეაქო იგი, იტყობინება ესპანური პრესა.
სავიოლას ეჭვიც არ ეპარება იმაში, რომ მისი თანამემამულე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.
“მესი საუკეთესოა იმ ფეხბურთელებშიც რომლებსაც ჩვენ აქამდე ვიცნობდით. ჩვენ ყველანი სიამოვნებას ვღებულობთ მისი ფეხბურთისგან. მე ვფიქრობ, რომ არასდროს არავის ისე არ უთამაშია, როგორც მესის” – განაცხადა სავიოლამ.
არგენტინელმა ასევე განაცხადა, რომ კმაყოფილია “მალაგაში” გადასვლით.