”მილანის” ვიცე-პრეზიდენტს, ადრიანო გალიანს არ აქვს იმის იმედი, რომ მისი გუნდი წელს ”ჩემპიონთა ლიგას” მოიპოვებს. იგი თვლის, რომ ამ ტურნირის მოგების მთავარი კანდიდატები ორი ესპანური გრანდია. იგი ინტერვიუში კატალონიის ”ბარსელონასა” და მადრიდის ”რეალზე” საუბრობს.
”მილანს” შეუძლია კონკურენცია ”სერია-ა”-ს გუნდებს გაუწიოს. ხოლო რაც შეეხება ”ჩემპიონთა ლიგას”, ჩემი აზრით ამ ტურნირის მოგების მთავარი კანდიდატები კატალონიის ”ბარსელონა” და მადრიდის ”რეალია”. ისინი სულ სხვა პლანეტიდან არიან”. დაამთავრა გალიანიმ.


