მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სანაკრებო მატჩებიდან ფეხბურთელები ბრუნდებიან

სანაკრებო მატჩებიდან ფეხბურთელები ბრუნდებიან

ტიტო ვილანოვას გუნდი ნელ-ნელა სრული შემადგენლობით იწყებს პრიმერას მატჩისთვის მზადებას. გუშინ გუნდს სანაკრებო მატჩებიდან ესპანელი (ვალდესი, პიკე, ალბა, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა, ფაბრეგასი, პედრო, ვილია), ბრაზილიელი (ადრიანო და ალვესი) და კამერუნელი (სონგი) ფეხბურთელი დაუბრუნდა. 21 წლამდელთა ნაკრებიდან დაბრუნდნენ მონტოია  და ბარტრა. სესიაზე ”ბარსა ბ”-ს ორი ფეხბურთელი, ტელიო და იოერი იმყოფებოდა.

ჟორდი ალბამ, რომელსაც გრიპი აქვს და ანდრეს ინიესტამ, რომელმაც მარჯვენა ფეხის მყესები დაიჭიმა დღევანდელი სავარჯიშო სესია გამოტოვეს.

მესი, მასკერანო და ალექსის ხუთშაბათს და პარასკევს დაბრუნდებიან

გუნდი ”ხეტაფესთან” გასამართი შეხვედრისთვის მზადებას დღეს, 19 საათზე გააგრძელებს. სავარჯიშო სესია ”სიუტატ ესპორტივაზე” ჩატარდება. ლეო მესი, ხავიერ მასკერანო და ალექსის სანჩესი ტიტო ვილანოვას განკარგლებაში დღეს ან ხვალ იქნებიან.

                                  [media=http://www.youtube.com/watch?v=6Y5VHUmVDuU]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში