“ბარსელონას” ლიდერმა, არგენტინელმა ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ პეპ გვარდიოლა გაიხსენა და შეაქო იგი. მესის სიტყვებით, გვარდიოლას წვლილი უკანასკნელ წლებში ტიტულებისა და წარმატებების კონტექსტში უდიდესია, შეფასება კი ძალიან რთულია.
“დასაწყისიდანვე პეპ გვარდიოლა “ბარსელონაში” ფენომენალურ როლს თამაშობდა, სანამ ის მოვიდოდა ჩვენ ორი წელი ვერაფერს ვერ ვიგებდით და ფსიქოლოგიურადაც ცუდ მდგომარეობაში ვიყავით. ფეხბურთელები მოწყენილნი დადიოდნენ, მან კი შეძლო და ყველაფერი შეცვალა. პეპმა ამ ყველაფერს უდიდესი შრომით მიაღწია მას სჯეროდა თითოეული ფეხბურთელის” – განაცხადა მესიმ.



