მადრიდის “რეალის” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ალფრედო დი სტეფანომ დაასახელა ის ფეხბურთელი, ვინც ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა.
“პელე საუკეთესო იყო, რა თქმა უნდა რონალდუ და მესიც დიდებული ფეხბურთელები არიან. ორივე მათგანს აქვს თავიანთი განსაკუთრებული თვისებები, მაგრამ საუკეთესოს ტიტულისთვის ორივეს ჯერ კიდევ ბევრი უკლია.
მესი გაცილებით უფრო ტექნიკური ფეხბურთელია, ის კარგად აკონტროლებს ბურთს. კრიშტიანუ კი ფიზიკურად უფრო ძლიერი და ძალიან სწრაფია, ის ფლობს შესანიშნავ დრიბლინგს და ასევე კარგად მუშაობს ორივე ფეხით.
პელე კი უბრალოდ დიდებული ფეხბურთელი იყო. ის უფრო უკეთესს შთაბეჭდილებას ტოვებდა, მისი მთავარი ამოცანა გოლების გატანა იყო. მარადონა? მე ძალიან მომწონდა მისი დრიბლინგი, ეს იყო რაღაც ფენომენალური” – ციტირებს დი სტეფანოს სიტყვებს El Colombiano.

