არგენტინა 3:1 პარაგვაი
მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევი ეტაპის მატჩში, არგენტინის ეროვნულმა გუნდმა 3:1 დაამარცხა პარაგვაი. “ალბისელესტეს” მხრიდან გოლები ანხელ დი მარიამ, გონსალო იგუაინმა და ლიონელ მესიმ გაიტანეს, ხოლო პარაგვაელთა მხრიდან ფაბრომ შეაგდო თერთმეტმეტრიანიდან. კატალონიის “ბარსელონას” მოთამაშემ, ლიონელ მესიმ სრული, 90 წუთი დაჰყო მოედანზე.
[media=http://www.youtube.com/watch?v=nALChApPWmw]
ესპანეთი 5:0 საუდის არაბეთი
ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგური შეხვედრა გამართა საუდის არაბეთთან და გამანადგურებელი ანგარიშით, 5:0 დაამარცხა. გოლები გაინტეს: სანტი კასორლამ, პედრო როდრიგესმა (2), დავიდ ვილიამ და ჩავი ერნანდესმა. აღსანიშნავია ისიც, რომ “ელ გუახე” თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, რომელიც ტრავმის გამო ჰქონდა, დაბრუნდა “ფურია როხას” შემადგენლობაში და გოლიც შეაგდო.
[media=http://www.youtube.com/watch?v=1LGkfXH8YEU]
საქართველო 1:0 ბელარუსი
და ბოლოს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გუშინ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი გამარჯვებით დაიწყო. თორნიკე ოქრიაშვილის ბრწყინვალე ოსტატობას მოჰყვა გოლი, რომელმაც გამარჯვება მოუტანა ეროვნულ ნაკრებს.
[media=http://www.youtube.com/watch?v=PQu6xqEugys]



