კლუბ “ვალენსიას” პრეზიდენტმა, მანუელ ლორენტემ უკმაყოფილება გამოხატა არბიტრის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც გუშინდელ მატჩში მიიღო, როცა “ვალენსიას” გოლი არ ჩათვალა ვალდესის კარში, იტყობინება ესპანური პრესა.
“ღამურებმა” საბოლოოდ 0:1 წააგეს , მათ ერთი გოლი გაიტანეს, თუმცა არბიტრმა მიიჩნია, რომ ვიქტორ რუისი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაბამისად გოლიც არ ჩათვალა.
“ძალიან ვეჭვობ, რომ არბიტრი ამ ეპიზოდში სწორად მოიქცა, ასეთი ეპიზოდები თითქმის სულ ხდება, როცა ჩვენ “რეალთან” და “ბარსელონასთან” ვთამაშობთ , უმეტესწილად კი ეს “რეალს” ეხება, თუმცა კატალონიელების შემთხვევაშიც აქვს ასეთ მომენტებს ადგილი” – განაცხადა ლორენტემ.