BG_ETERNAL-ის თანახმად, ლა ლიგის მიმდინარე სეზონში, ჟერარ პიკეს დრიბლინგით მხოლოდ 2-ჯერ გაცდნენ, რაც იმ მცველებს შორის, რომლებმაც პრიმერა დივიზიონის ეგიდით მოედანზე მინიმუმ 800 წუთი გაატარეს, საუკეთესო შედეგია.
აღსანიშნავია, რომ ხუთეულში “ბარსელონას” კიდევ ერთი უკანახაზელი, რონალდ არაუხო იმყოფება, რომელიც მხოლოდ სამჯერ ჩამოიშორეს.
იხილეთ სრულად:
- ჟერარ პიკე (ბარსელონა): 2 (0.12)
- ვიქტორ რუისი (ბეტისი): 2 (0.18)
- დავიდ გარსია (ოსასუნა): 3 (0.14)
- სტეფან მიტროვიჩი (ხეტაფე): 3 (0.17)
- რონალდ არაუხო (ბარსელონა): 3 (0.22)
ასევე, საინტერესოა, რომ იმ მოთამაშეებს შორის, რომელმაც ლა ლიგაში ყველაზე მეტი მწვავე პასი გააკეთეს, “ბარსას” ორი წარმომადგენელი – სერხიო ბუსკეტსი (მეორე ადგილი) და ჟორდი ალბა (მეოთხე ადგილი) – მოხვდა.
ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება:
- ტონი კროოსი (რეალი): 145 (9.73)
- სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა): 137 (6.55)
- დანი პარეხო (ვილიარეალი): 131 (7.49)
- ჟორდი ალბა (ბარსელონა): 124 (7.85)
- სერხიო კანალესი (ბეტისი): 120 (6.22)
Yo what a girl man
ახლა ჩვენ რო მსნ-ის მსგავსი თავდასხმა გვყავდეს აღარავინ ილაპარაკებდა ბუსკეტსზე პიკეზე და ალბაზე როგორც პენსიონერებზე. გუნდს თავდასხმა არა ყავს ხალხო, გუნდის 20 კაცმა გაიტანა უკვე გოლი და უმეტესობა მცველები არიან. მახსოვს მსნ-ს 100 გოლი მინიმუმ გაჰქონდათ სეზონზე ყველა ტურნირზე ერთად. სად ქონდათ ამდენი სარბენი ამ საცოდავებს? დარბოდნენ მეტოქის მცველები.
ბუსკეთსი ზარალიაო რას არ წაიკითხაავ…))))))))))))))))))))))))))))))))))))))
Სულ რომ სეგუნდაში გადავვარდეთ არასდროს ვიტყვი გააგდეთთქო, მაგრამ არააქ ისეთივე ხედვა, როგორიც ფეხბურთელი იყო. Ანუ სულ სხვა სტილის ფეხბურთელი იყო და რეალურად სულ სხვა სტილს ათამაშებს გუნდს.
Პიკე რა თქმა უნდა კლასნია და ესპანეთის ყველა დროის საუკეთესო მცველია იეროსთან ერთად. Ალბა და ალვეშზეც სწორი ხარ Მაგრამ დანარჩენში არანაერად არ დაგეთანხმები.
კაცი 3 თვეც არაა რაც გუნდში მოიყვანეს, ჩაიბარა კუმანის და ახვარი ბართომეუს დაქცეული გუნდი, ლა ლიგაში 30 შესაძლო ქულიდან 21 აიღო, და უკვე ასხამ? :დდდდდდდდდდდდ აი მართლა მაინტერესებს, რას ელოდი როცა ჩავი დაინიშნა, გუნდის მომენტალურ გარდაქმნას და 7-0ების მოგებას? ან დემბელეს ნდობა სად დაინახე, რახან ტრიბუნებს ტრაკით არ ახეხინებს ესე იგი დემბელეზე მზე და მთვარე ამოსდის? :დდდდდდ ან ტერ შტეგენის ცუდი პერიოდი რომ აქვს ვსო <<ცენზურის დარღვევა>>ზე გავუშვათ, ეს როგორ მოუვიდა? :დდდდდდდ და ხო, უმტიტის შანსი არ მისცაო, კაცი არც მახსოვს მისი ტრავმების გადამკიდე რო ისევ ბარსელონას მაისური აცვია და ასეთი მოთამაშე უნდა დააყენოს ჩავიმ ლალიგაში სადაც 3 თუ 4 გუნდი ჩვენგან 1-2 ქულაში და გამწარებული იბრძვიან ევროტურნირებზე მოსახვედრად, აი ასეთ მომენტში უნდა ანდოს დაცვა ხო? :დდდდ ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ რავიცი, სხვადასხვა სამყაროში ვუყურებთ ალბათ ბარსას თამაშებს…
ისე არ მეგონა ამდენი წლის მერეც თუ ბუსკეცის დასხმაზე იქნებოდა ხალხი და მაგის უმაღლეს დონეში ეჭვი შეეპარებოდა, ხანდახან მგონია რომ ეს ხალხი ვინც ბუსკეცზე ამბობს არაფერს აკეთებსო( და მითუმეტეს არც არასროს აკეთებდაო) თვალახვეული უყურებენ ფეხბურთს, უბრალოდ დააჯენს ჩავი ერთხელ მაინც ახლა ბუსკეცს და ჩემი აზრით უმრავლესობა მაინც დაინახავს რომ მის გარეშე თამაში გუნდს საოცრად გაუჭირდება, შეგვიძლია ჩავანაცვლოთ პიჯე კარგი მცველით, ალბაც, მაგრამ ბუსკეცის პოზიციას ყველაზე მეტი სიფრთხილე სჭირდება თორემ დაიშლება მოედანზე გუნდი, კი ასაკშია უკვე და შეცდომებსაც უშვებს მაგრამ, ახლაც კი: ბურთის შენარჩუნება, ზუსტი პანები, მოედნის ხედვა, გამჭოლი პასები მცველებს ზურგს უკან, შეტევების გადაშლა.. ასე რომ ბუსკეცი სკამზე გადასასმელიაო ისე ამბობთ ვითომ ადვილი საქმე იყოს, ნელ ნელა უნდა შეეჩვიოს გუნდი მის გარეშე თამაშს, თორე მაგისი ერთბაშად გადასმა სკამზე კატასტროფა იქნება
ბუსკეცმა რამდენადაც მწვავე პასი გააკეთა და შეტევას დაეხმარა იმდენად და უფრო მეტადაც დაცვა აზარალა მისი უსუსურობით… ფაქტია სასტარტოს უცვლელი წევრი აღარ უნდა იყოს… ალბაც ვერაა დაცვაში ის რაც იყო… პიკეს რაც შეეხება მე ყველაზე ნაკლებად პიკეს ვადანაშაულებ რადგან ყველას დაზღვევა პიკეს უხდება ყველას ჩასვრილის მოსუფთავება და მეორე სართულზეც საუკეთესოა…