სეზონის ბოლო ნაწილს ინერციით ვხვდებით – გუნდს თამაში არაფრით გამოსდის, მაგრამ აქამდე მოპოვებული უპირატესობის წყალობით ჩემპიონობისკენ თავისთავად მივდივართ.
სათამაშო ფორმა
ინერციით გაჩემპიონების გარდა რა ჰქვია შემთხვევას, როდესაც გუნდმა ბოლო 4 თამაშიდან მხოლოდ 1 მოიგო, მაგრამ უახლოეს მდევართან უპირატესობა მაინც 11 ქულაა. თუ ყველა ტურნირს ჩავთვლით, ანუ ესპანეთის თასსაც მივამატებთ, “ბარსას” ბოლო 5 მატჩში მხოლოდ 1 მოგება გამოუვა. თუმცა ამ 5 შეხვედრაში კატალონიელებმა კარის 3-ჯერ მშრალად შენახვა მაინც მოახერხეს.
“კამპ ნოუზე” ლა ლიგაში გამართულ 15 მატჩში ჩავის გუნდს 12 მოგება და 3 ფრე აქვს. ამ 15 თამაშში “ბარსამ” მხოლოდ 2 გოლი გაუშვა – ერთი თერთმეტმეტრიანიდან და ერთიც ავტოგოლი. დაუჯერებელი შედეგია!
“ბეტისი” ევროსაგზურისთვის იბრძვის, მაგრამ ბოლო დროს სევილიელებიც ძალიან ცუდ ფორმაში არიან. უკანასკნელ 5 შეხვედრაში მანუელ პელეგრინის გუნდსაც მხოლოდ 1 მოგება აქვს, 10 მატჩში კი – 2 მოგება.
კიდევ უფრო ცუდია “ბეტისის” შედეგები სტუმრად – ბოლო 4 თამაშში 1 ფრე და 3 მარცხი. სწორედ ასეთი ცუდი ფორმის შედეგია, რომ სევილიელები ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას თითქმის გამოეთიშნენ.
დანაკლისი
დღევანდელი თამაშის წინ “ბარსელონას” უსმან დემბელე და ანდრეას კრისტენსენი დაუბრუნდნენ. ვიცით, რომ ფრანგი სასტარტოში არ იქნება, დანიელის ძირითადში ხილვა კი გამორიცხული არაა. გუნდს უბრუნდება დისკვალიფიკაციამოხდილი კაპიტანი, სერხიო ბუსკეტსიც, რომლის არყოფნაც გუნდს “რაიო ვალიეკანოსთან” დაეტყო.
“ბარსელონას” ერთადერთი დანაკლისი ტრავმირებული სერჟი რობერტო იქნება.
“ბეტისს” ვიქტორ რუისი, ნაბილ ფექირი, ბორხა იგლესიასი და იუსუფ საბალი არ ეყოლება. მათგან ბორხა იგლესიასის არყოფნა ნამდვილად დიდი დანაკლისია. 30 წლის თავდამსხმელი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია და ამ მხრივ მეორე ადგილზე მყოფ ფეხბურთელთან შედარებით 3-ჯერ მეტი გოლი აქვს გატანილი.
ურთიერთშეხვედრები
ამ გუნდებს აქამდე ერთმანეთთან 136-ჯერ უთამაშიათ. “ბარსელონამ” 81 შეხვედრა მოიგო, 25 ფრედ ითამაშა და 30 წააგო, გაიტანა 309 და გაუშვა 155 გოლი.
“ბარსამ” “ბეტისს” ლა ლიგაში გამართული ბოლო 2 თამაში მოუგო, თუმცა ორივე სტუმრად. “კამპ ნოუზე” ჩატარებულ ბოლო მატჩში სევილიელებმა 1-0 მოიგეს.
სულ საკუთარ კედლებში გამართული 67 დაპირისპირებიდან “ბარსელონამ” 51 მოიგო, 7 ფრედ დაასრულა და 9 დათმო.
მიმდინარე გათამაშების პირველ ტურში გამართულ შეხვედრაში “ბარსამ” მეტოქე სტუმრად 2-1 დაამარცხა. კატალონიელთაგან გოლები რაფინიამ და ლევანდოვსკიმ გაიტანეს. მანამდე გუნდები ერთმანეთს ესპანეთის სუპერ თასზე შეხვდნენ, სადაც 2-2 ითამაშეს, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი “ბარსამ” მოიგო.
არბიტრი
შეხვედრას კარლოს დელ სერო გრანდე განსჯის.
დელ სერო გრანდე 47 წლისაა. მან მსაჯობა 2000 წელს დაიწყო. 2006 წელს ის ესპანეთის ჩემპიონატის მე-2 დივიზიონში დაწინაურდა, 2011 წლიდან კი ლა ლიგაში მსაჯობს.
კარიერის განმავლობაში გრანდე თამაშში საშუალოდ 26.5 ჯარიმასა და 0.33 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 5.08 ყვითელ და 0.31 წითელ ბარათს უჩვენებს. დელ სერო გრანდეს მიერ განსჯილი თამაშების 41%-ში მასპინძლები იგებენ, ხოლო 31%-ში – სტუმრები.
კარლოს დელ სერო გრანდეს სტატისტიკა “ბარსელონასა” და “ბეტისის” თამაშებში:
| ბარსელონა | ბეტისი | |
| თამაში | 43 | 33 |
| მოგება | 34 | 14 |
| ფრე | 6 | 11 |
| წაგება | 3 | 8 |
| მოგების % | 79% | 42% |
| სასარგებლოდ დანიშნული პენალტი | 6 | 4 |
| საწინააღმდეგოდ დანიშნული პენალტი | 2 | 3 |
| სასარგებლოდ ნაჩვენები წითელი | 7 | 3 |
| საწინააღმდეგოდ ნაჩვენები წითელი | 5 | 5 |
სტატისტიკა
- ამ გუნდების ბოლო 28 დაპირისპირებიდან 23-ში სამი ან მეტი გოლი გადიოდა;
- ამ გუნდების ბოლო 20 დაპირისპირებიდან 16 “ბარსელონამ” მოიგო;
- ამ გუნდების ბოლო 22 დაპირისპირებიდან 19-ში “ბარსელონას” მინიმუმ 2 გოლი გაჰქონდა;
- ამ გუნდების ბოლო 10 დაპირისპირებაში “ბარსელონა” კარის მშრალად შენახვას ვერ ახერხებდა;
- ამ გუნდების ბოლო 3 დაპირისპირებაში “ბეტისი” კარის მშრალად შენახვას ვერ ახერხებდა;
- ამ გუნდების ბოლო 10 დაპირისპირებიდან 9-ში გოლი ორივეს გაჰქონდა;
- ამ გუნდების ბოლო 5 დაპირისპირებიდან ოთხში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
- ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში “კამპ ნოუზე” გამართულ 15 თამაშში “ბარსელონამ” მხოლოდ 2 გოლი გაუშვა;
- “ბეტისის” ბოლო 8 თამაშიდან ექვსში 2 ან ნაკლები გოლი გადიოდა;
- “ბეტისის” ბოლო 7 თამაშიდან ექვსში მსაჯები 3 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
- ტოტალიზატორები “ბარსელონას” მოგებას კოეფიციენტს 1.33 ანიჭებენ, რაც მოგების 75%-იან შანსს უდრის, “ბარსელონა” კი ასეთი თამაშების 76%-ს იგებს.
ჩავი მატჩის წინ
სავარაუდო შემადგენლობები
Sport
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, ალონსო, ბალდე, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, რაფინია, ლევანდოვსკი, გავი.
Mundo Deportivo
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, ალონსო, ბალდე, ბუსკეტსი, პედრი, დე იონგი, რაფინია, ლევანდოვსკი, გავი.
Marca
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, კრისტენსენი, ბალდე, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, რაფინია, ლევანდოვსკი, გავი.
AS
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, კრისტენსენი, ბალდე, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, რაფინია, ლევანდოვსკი, გავი.
პროგნოზი
- WhoScored: 2-1
- SportsMole: 2-1
- Sportskeeda: 3-1
- Onefootball: 2-0
- 90min: 1-0
ამ სტატისტიკით ან დიდი ანგარიშით უნდა მოვიგოთ ან წავაგოთ.
ჩადი რიადიც ხო აქ გადავიდა?
ძირითადში კიდე ფერანი და ფელიში აუცილებლად უნდა იყვნენ
AS შემდაგენლობა უფრო კარგია რადგან გავი მარცხნივ არ იქნება და ეგ და ფრენკი გაცვლიან ხოლმე პოზიციებს და ეგებ ძველი გავი დაბრუნდეს მარტო პრესინგით რომ არ გამოირჩეოდა
ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, კრისტენსენი, ბალდე, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, რაფინია, ლევანდოვსკი, გავი.
ამაზე უკეთესი ვარიანტი არც ჩანს.