ჩავი ერნანდესი: ”სახლში კარგად ვითამაშეთ. რაღაც საკითხებში გაუმჯობესება გვჭირდება, თუმცა კარგი მატჩი გამოვიდა. ეს 3 ქულა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კარგი მატჩი იყო სახიფათო მეტოქის წინააღმდეგ. მეორე გოლი თავდაჯერებას შეგვმატებდა, თუკი ანგარიშს 2:0 არ გახდი, მაშინ მეტოქე უფრო სახიფათო ხდება. რაც მთავარია, გუნდი მოედანზე თავს კარგად გრძნობს. სესკ ფაბრეგასი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მას რამდენიმე გოლი უნდა გაეტანა. სეზონის განმავლობაში ის მოუმატებს. ალექს სონგი ძალიან კარგი მოთამაშეა, ის სერხი ბუსკეტს ჰგავს, რომელიც გუნდს ბურთის დაბრუნებაში ეხმარება, ძალიან ძლიერია ტაქტიკურად და ფიზიკურად”.
ანდრეს ინიესტა: ”ჩვენ მეტი უპირატესობით უნდა მოგვეგო, თუმცა მომენტები ვერ გამოვიყენეთ. მოხარული ვარ გამარჯვებით. როცა შენ შანსი გაქვს და არ გამოიყენებ, მაშინ მეტოქე ყოველთვის შეეცდება ანგარიშის გათანაბრებას. 2:0-ზე უფრო მშვიდები ვიქნებოდით, თამაში გასაუმჯობესებელი გვაქვს. დღევანდელი შეგებება ”ნოუ კამპზე” ყოველთვის ჩემს გულში დარჩება. ისინი მიყურებენ, თუ როგორ ვიზრდები ბავშვობიდამ და მათ მიმართ განსაკუთრებული გრძნობა მაქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი ფინალისტებს შორის ყოფნა იყო, თუკი ტიტულს მოიგებ, ეს დიდებულია. ეს ჯილდო მხოლოდ ჩემთვის არ არის, ის ყველა ფინალისტისთვისაა”.
პედრო როდრიგესი: ”ჩვენ კარგად ვთამაშობთ და ვიმარჯვებთ მნიშვნელოვან მეტოქეებთან. ასე უნდა გავაგრძელოთ. სესკი ფანტასტიკური ფეხბურთელია და დიდებული მატჩი ჰქონდა. რთულია სათამაშო დროის მიღება, როცა შენ ”ბარსას” ფეხბურთელი ხარ, გუნდში ბევრი მოთამაშეა. იმედი მაქვს, რომ ის კარგ ფორმაში იქნება, რადგან გუნდისთვის მნიშვნელოვანია. ეს რთული მატჩი იყო, ”ვალენსიას” ფეხბურთელები თავს კარგად იცავდნენ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი 3 ქულის აღებაა. ანდრეს ინიესტამ ეს ჯილდო გასული სეზონისთვის დაიმსახურა, ასევე ის ლეო მესისაც ეკუთვნოდა”.
ალექს სონგი: ”რასაც მე ვაკეთებდი იყო ბურთის სწრაფად თანაგუნდელისთვის გადაცემა, როცა ის მე მქონდა. ეს გასაოცარი იყო, გულშემატკივრები მუდამ გეხმარებიან შეძახილებით. მნიშვნელოვანია, რომ თამაშის მოგება შევძელით”.
ჟორდი ალბა: ”ეს განსაკუთრებული მატჩი იყო. ახლა მე ”ბარსას” ფეხბურთელი ვარ, მაგრამ ”ვალენსიაში” დიდი დრო გავატარე და იქ ბევრი მეგობარი მყავს. ჩვენ უნდა გავუმჯობესდეთ, თუმცა 3 ქულა მოვიპოვეთ. სანაკრებო მატჩებზე წასვლა მშვიდად შეგვიძლია. ჩვენ ბედნიერები ვართ, თუმცა წინ ბევრი მატჩია. სონგმა ”რეალთან” დიდებული მატჩი ჩაატარა, გუნდს ბევრ რამეს შემატებს”.



