როგორც ტურინული პრესა იტყობინება, შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი საუკეთესო დროს არ განიცდის კატალონიურ კლუბში, ამიტომაც “იუვეს” პრეზიდენტი, ანდრე აგნელი უკვე მზადაა დაურეკოს “ბლაუგრანას” ხელმძღვანელობას და ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყოს.
გაზეთი იტყობინება, რომ ზლატანის გამო ტურინელები 40 მილიონ ევროს გადაიხდიან. ამ ამბავს უფრო რეალურს ხდის ის, რომ “ბარსელონა” ძალიან არის დაინტერესებული სხვა ფორვარდით, რომელიც უფრო კარგად იცნობს ესპანეთის ჩემპიონატს, ეს დავიდ ვილაა.
აქვე ფეხბურთელის აგენტი, მინო რაიოლა იტყობინება, რომ შვედი თავს კარგად გრძნობს კლუბში და ის, რომ მისით დაინტერესდა მორიგი კლუბი ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ზლატანი მაღალი კლასის ფეხბურთელია.
“ის რომ “იუვენტუსს” სურს გააძლიეროს თავდასხმის ზოლი გასაკვირი არაა და რა თქმა უნდა ისიც არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ იბრაჰიმოვიჩი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. მაგრამ ზლატანს არავინ არ აგდებს “ბარსელონადან” ის აქ თავს კარგად გრძნობს და თუ ის კლუბს დატოვებს ეს მხოლოდ მისი გადაწყეტილება იქნება.” დაასრულა ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტმა.
წყარო: www.Barca.ru