მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტრავმის მიუხედავად პუიოლი მაინც ივარჯიშებს

ტრავმის მიუხედავად პუიოლი მაინც ივარჯიშებს

 გამოკვლევამ, რომელიც “ბარსელონას” კაპიტანს ორშაბათს ჩაუტარდა, დაადასტურა, რომ კარლეს პუიოლს სახის ძვლის მოტეხილობს აქვს.

 კარლესი ჩაიტარებს სპეციალურად გაწერილ სამკურნალო პროცედურებს, ამასთან ერთად სამშაბათიდან ის შეუდგება ვარჯიშებს გუნდში. მოტეხილობის განვითარება გვაჩვენებს, შეძლებს თუ არა კარლეს პუიოლი ესპანეთის სუპერთასის განმეორებით მატჩზე, მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ”, მონაწილეობის მიღებას.

 პუიოლმა ტრავმა “ოსასუნასთან” მატჩში, ლამასთან შეჯახების დროს მიიღო. მატჩამდე უკვე 15 წუთი იყო დარჩენილი, თუმცა კარლესისთვის ეს შეჯახება ფატალური გამოდგა. ლამამ მას იდაყვი სახეში ჩაარტყა. “ბარსელონამ” დაამარცხა “ოსასუნა” ანგარიშით 1-2 და აღსანიშნავია, რომ პუიოლმა ბოლო წუთებამდე ითამაშა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში