“ბარსელონას” პრეზიდენტმა გამოთქვა აზრი ბრაზილიური “სანტოსის” თავდამსხმელ ნეიმარსა და კატალონიური კლუბის ფორვარდ ლიონელ მესის თაობაზე.
აღსანიშნავია, რომ მესისა და ნეიმარის შედარებაც ისევე ხშირია, როგორც არგენტინელისა და რონალდოს შემთხვევაში. მაგალითად “ფეხბურთის მეფედ” წოდებული ბრაზილიელი – პელე თვლის, რომ ნეიმარი გაცილებით ჯობია მესისა და რონალდოს.
“რა თქმა უნდა, ნეიმარს ფანტასტიური მომავალი აქვს. თუმცა მიმაჩნია, რომ მსოფლიოში არ მოიძებნება ისეთი ფეხბურთელი, რომელიც შეიძლება მესის შევადაროთ. ლეო – ერთადერთი და განუმეორებელია.” განაცხადა როსელმა.

