ხავი:”ჩემი ცხოვრება – ეს ბარსელონაა” (წიგნი, ნაწილი:2)

ხავი:”ჩემი ცხოვრება – ეს ბარსელონაა” (წიგნი, ნაწილი:2)

 1991 წლის 29 აგვისტოს “მინი ესტადიზე” მოხდა ჩემი წარდგენა, როგორც “ლურჯ-ბროწეულისფერების” ახალი ფეხბურთელი. მოვხვდი გუნდში “ალევინ A”, რომელსაც წვრთნიდა ხუალ მანუელ ასენსი. სამ დღეში მკლავზე უკვე კაპიტნის სამკლაური მეკეთა, ესე გადაწყვიტა მწვრთნელმა. ვინმეს ხო უნდა გაეკეთებინა, თანაც ყველა ახლები ვიყავით, 3 ვარჯიშის შემდეგ ასენსიმ მომცა ეს სამკლაური, რომელიც ვატარე მთელი სეზონის მანძილზე. ეჭვიც არ გამჩენია, რომ ესეთი დასაწყისი კარგის მანიშნებელი იქნებოდა. გადმომეცა რა ეს პასუხისმგებლობა, მივხვდი რამხელა როლს ასრულებდა ჩემი თამაში გუნდისათვის.

 ვთამაშობდი ექვს ნომრიანი მაისურით. ნათელია, რომ ესეთ ასაკში ჯერ ვერავინ გასწავლის გუნდურ მოძრაობებს და ტაქტიკებს. მთავარია – ბურთი ფეხებში და მიიღე სიამოვნება! მაგრამ ასენსის ჰქონდა რაღაც პედაგოგიური ტალანტი, რაც აძლევდა ჩვენთვის უკეთ სწავლების საშუალებას. მახსოვს, პირველი იყო გაკვეთილი: “როგორ მოვატყუოთ მოწინააღმდეგე კორპუსის ჩადგმით”. ბურთის მიღებისთანავე აკეთებ მოძრაობას ერთ მხარეს, მაგრამ გარბიხარ მეორე მხარეს. მეორე – როგორ დავლაგდეთ მოედანზე, ვინ ვის შემდეგ და რა ადგილას. ვარჯიშები იყო მოკლე და იოლი.

 და თუ ზედმეტად ვაპიარებ ასენსის შესაძლებლობებს, არა მარტო იმიტომ, რომ მისი დახმარებით შევძელი პირადად გამეცნო იოჰან კრუიფი.

 ჰოლანდიელი იყო მთავარი როლის შემსრულებელი სერიალში “ისწავლეთ ფეხბურთი ვარსკვლავებთან ერთად”. იდეას ახორცილებდა ტელეარხი TVE  და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია, ლოზუნგით: “ითამაშე სუფთად, ძალადობის გარეშე”. გადაცემებში გამოდიოდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან: მარადონა, გულიტი, პელე, პლატინი, კუმანი, ბეკენბაუერი, ფუტრე და კიდევ სხვა უამრავი. კრუიფი იყო ერთ-ერთ მიწვეული ვარსკვლავი. ასენსი კი მასთან ძალიან კარგ ურთიერთობაში აღმოჩნდა და სთხოვა თავის გუნდთან ჩაეტარებინა ვარჯიში.

 რამდენიმე დღეში კრუიფი აღმოჩნდა ჩვენს გასახდელში, ტელეპროგრამის გადასაღებად. გაკვეთილი იყო თამაშის სხვადასხვა ასპექტებზე გამახვილებული, მაგრამ ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა მისმა პროფესიონალიზმმა და თუ როგორ აკეთებდა ის ამას ყველაფერს. კუთხურიდან კრუიფი ყველა ბურთს მიყოლებით აგდებდა კარში, მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამას აკეთებდა ორივე მხრიდან.  მაშინ მე ვთამაშობდი მხოლოდ მარჯვენა ფეხით, მარცხენას მხოლოდ სიარულში ვიყენებდი. ვარჯიშები გრძელდებოდა ნახევარ საათს, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ადამიანისაგან უამრავი რამ ვისწავლე.

 იყო ერთ პრობლემაც. იქიდან გამომდინარე, რომ ვცხოვრობდი ტერასაში, დედაჩემი კატეგოირულად იყო წინააღმდეგი ჩემი “ლა მასიაში” ღამით დარჩენისა. (მას არ მოსწონდა რაიონი, რომელშიც მდებარეობდა სკოლა) შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ჩემს გამო ამუშავდა ტაქსების ხაზი კამპ ნოუზე, შემდეგ კი ჩემი თანატოლებიც აქტიურად მიმართავდნენ ამ გზას. ყოველ დღე, ზუსტად ხუთ საათზე, ტაქსი მაკითხავდა ჩემი სკოლის კარებთან რათა წავეყვანე მორიგ ვარჯიშზე. შემდეგ კლუბმა გადაწყვიტა, რომ მასაჟისტი სახელად ბლასი თავისი ფურგონით ჩამოარიგებდა სახლებში ყველა პატარა ბიჭუნას, რომლებიც ცხოვრობდნენ ვალდესის შემოგარენში: ორნი ვიყავით ტერასადან, ორნი კი საბადელიაში ცხოვრობდნენ.

 პირველივე სეზონში ჩვენ დავამყარეთ რეკორდი თანატოლი ჯგუფების ისტორიაში. საშუალოდ თითო მატჩში 6 გოლი გაგვქონდა და დავასრულეთ სეზონი 108 გოლით 18 მატჩში.

 გადასვლა “ინფანტილ B”-ში ჩემთვის ძალიან მტკივნეული გამოდგა, რადგან მე ვტოვებდი ჩემს მეგობრებს და გადავდიოდი უფრო ჩამოყალიბებულ ჯგუფში. ამან დაამსხვრია ყველა ჩემი ჩანაფიქრი. მხოლოდ მიგე გადმომყვა ამ გუნდში, ყველა დანარჩენი “ინფანტილ C”-ში გადაიყვანეს. მწვრთნელები ფიქრობდნენ, რომ მქონდა კარგი შესაძლებლობა და ჩემი პროგრესის ხარჯზე მალ-მალე შევიცვლიდი ჯგუფებს, რათა უფრო ამემაღლებინა გამოცდილება. მე ესე არ ვთვლიდი.

 პირველ რიგში დავკარგე “კაპიტანის” წოდება და აქედან დაიწყო ყველაფერი. პირველი სამი თვე ვითამაშე ცუდად. მიუხედავად “ასეთი ფსიქოლოგიური დარტყმისა”,  ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა. იმავე სეზონში გავიცანი ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ახლოს იყვნენ “ბარსელონას” დუბლში შეღწევასთან: ბერმუდო, იდალგო და პრატსი.

 მანუელ ლობო იყო “ინფანტილ B”-ს მწვრთნელი. ადამიანი მკაცრი და მომთხოვნი, მაგრამ ამასთან ერთად გამოცდილი და ზრდილობიანი. მას ყოველთვის მოჰყავდა ჩვენთვის მაგალითები, როგორი უნდა იყოს ნამდვილი პროფესიონალი. თვითნ ლობოს ჰქონდა 1 მატჩი ძირითად გუნდში ჩატარებული. ისიც სრულიად გამართლებით. საქმე ისაა, რომ 1984 წელს პროფესიონალმა ფეხბურთელებმა მოაწყვეს გაფიცვა და კლუბები იძულებულნი გახდნენ შემადგენლობები მოხალისე ფეხბურთელებით შეევსოთ. ლობოს ჰქონდა ერთი შანსი, რომელიც კარგად გამოიყენა. ფეხბურთის ენაზე  რომ ვთქვათ, “ბარსამ” იმ ტურში დაამარცხა “სარაგოსა”, ანგარიშით 4-0, ხოლო ლობომ შეძლო ერთი გოლის გატანა, ისიც 11 მეტრიანის შესრულებით.

 ლობო გვეუბნებოდა, რომ იგი არაა მისაბაძი ადამიანი, ვინაიდან ადრევე დაიწყო გართობის ცხოვრების სტილი: “რა თქმა უნდა ბიჭებს ეზარებათ გოგოებთან გართობა! ბუზები ცალკე, კატლეტები ცალკე. უნდა ვიაროთ სწორი გზით და დავუჯეროთ მშობლებს”. მის დარიგებებში იყო ბევრი სიმართლე. იგი ამ სიტყვებს ეუბნებოდა არა ბავშვებს, არამედ უკვე ნახევრად პროფესიონალ ფეხბურთელებს. ის გამუდმებით იმეორებდა: “ფეხბურთში წარმატების მისაღწევად, თქვენ ბევრ რამეზე მოგიწევთ უარის თქმა. მაგალითად დისკოთეკაზე გოგოებთან ერთად”. ეს ნათელი გახდა ყველასთვის, ლობო ნამდვილად ყოფილი “ქუჩის კაცი” იყო.

 ლობოსთან ერთად გავიარეთ გაცილებით დიდი პრაქტიკული ფეხბურთი: ვის გაექცე და საით.

 იმავე დრო ვარჯიშები იყო ადვილი და გასაგები. ლობოსთან გადავეყარე ჩვეულებრივ საფეხბურთო გაგებებს: ბურთის გადაადგილება, ფლანგიდან ჩამოწოდება და სხვა უამრავი… ის ყოველთვის გვიხსნიდა ადვილად. ესეთ შემთხვევაში ლობო ძლიერ მაგონებს ლუის არაგონესს.

 მაგრამ თუ დეტალურად გავიხსენებ ჩემს ნაბიჯებს “ბარსელონასკენ”, მიუხედავად ასენსის, მასტერ-კლას კრუიფისა და განსაკუთრებით ლობოს გარეშე, გონებაში მივარება “Philips”-ის ტოსტერი, რომელიც ჩემი საფეხბურთო ხელფასით შევიძინე და ვაჩუქე დედას. სინამდვილეში ამ თანხას გვაძლევდნენ მეტროთი სამოგზაუროდ ყოველთვიურად და შეადგენდა სულ რაღაც 4 000 პესეტს. დედამ აირჩია “Philips”-ის ტოსტერი. ეს მომენტი მისთვის იმდენად ამაღელვებელი აღმოჩნდა, რომ როდესაც მაღაზიიდან გამოვდიოდით, მის თვალზე ცრემლები შევნიშნე.

 მაგრამ ყველაზე დიდი საჩუქარი ჩემთვის იყო სოსიოს ბარათი, რომელიც ითვალისწინებდა დაბრონილ ადგილს ტრიბუნებზე. დედა უკვე ნამდვილი კულე იყო. მართალია ოსკარმა (ხავის უფროსმა ძმამ) უკვე აჩუქა ესეთი ბარათი, მაგრამ მასზე არ იყო მითითებული ზუსტი ადგილი. მე დაველაპარაკე ალეხანდრო ეჩევარიეის, ადამიანს, რომელსაც ძლიერ ვაფასებ მისი მეგობრობის გამო. მან მითხრა, რომ ამ ბარათით დედას შეეძლებოდა ორი ადგილის დაჯავშნა ტრიბუნებზე. ამ საჩუქრის მნიშვნელობამ დედაჩემი ძლიერ გაახარა!… (გაგრძელება იქნება)

წიგნი: ხავი: “ჩემი ცხოვრება – ეს ბარსელონაა”
ნაწილი: მეორე (“Philips”-ის ტოსტერი”)
თარგმნა: დავით კირვალიძე (Kirvalidze)  

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი