“ბარსელონას” თავდამსხმელი დავიდ ვილია მოხვდა “იუვენტუსის” დაკვირვების სფეროში. იტალიელები აქტიურად ეძებენ თავიანთი შეტევის გამაძლიერებელს.
1 კვირის წინ ტურინული კლუბის წარმომადგენლები უკვე ესუბრნენ დავიდს, ორშაბათს კი ისინი “ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბთან და მმართველობასთან გამართავენ მოლაპარაკებებს. მაგრამ აღსანიშნავია, რომ კატალონიელებს სურთ ვილიას შენარჩუნება, თუმცა ის, რომ 1 წელიწადში შესაძლოა “კამპ ნოუზე” ნეიმარი გადმოვიდეს, ეს მათ ამ შეკავებას უქარწყლებს.
ამასთან ერთად “იუვენტუსმა” ვილიას 4 წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, წელიწადში 8 მილიონი ევროს ხელსფასის სახით, იტყობინება El Comercio. მათი მოლაპარაკებები “ატლეტიკთან” ფერნანდო ლორენტეს თაობაზე კი ჩიხში შევიდა.



