მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აღდგენითი ვარჯიში ”ოსასუნაზე” ფიქრით

აღდგენითი ვარჯიში ”ოსასუნაზე” ფიქრით

პარასკევს გუნდი სრული შემადგენლობით ვარჯიშობდა. ის ფეხბურთელები, რომლებიც მადრიდის ”რეალთან” ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდნენ მსუბუქად იტვირთებოდნენ.

ახლა დროა მთელი ყურადღება პრიმერა დივიზიონს დაეთმოს. ”ბარსელონას” პირველი გუნდი პარასკევს ვარჯიშს ”სიუტატ ესპორტივას” მე-4 მოედანზე დაუბრუნდა, ტიტო ვილანოვას განკარგულებაში კი მწყობრში მყოფი ყველა ფეხბურთელი იყო. სესიაზე ”ბარსა ბ”-ს ფეხბურთელები, კრისტიან ტელიო და მიგელ ბანუსი იმყოფებოდნენ. გუშინდელ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში მყოფი მოთამაშეები მსუბუქად იტივრთებოდნენ, თუმცა გუნდის სრული კონცენტრაცია კვირას, ”ოსასუნასთან” გასამართი მატჩისკენ იყო გადატანილი.

ტიაგო განცალკევებით

ტიაგო ალკანტარა, რომელიც გასული სეზონის ბოლოს მიღებულ ტრავმას იშუშებს გუნდისგან განცალკევებით, სპეციალური პროგრამით ვარჯიშობდა, ესპანელი ნახევარმცველი აღდგენის ბოლო ეტაპზე იმყოფება. თავის მხრივ სერხი რობერტო, რომელიც ბოლო პერიოდი პირველ გუნდთან ერთად იმყოფება დღეს ”ბარსა ბ”-ს განკარგულებაში დაბრუნდა, რადგან სეგუნდა დივიზიონში ხვალ ”ელ კლასიკო” გაიმართება, მატჩი მადრიდში, ”ალფრედო დისტეფანოზე” გაიმართება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში