მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტა პოზიტიურ განწყობაზეა

ინიესტა პოზიტიურ განწყობაზეა

ანდრეს ინიესტამ გადამწყვეტი როლი ითამაშა “ბარსელონას” გამარჯვებაში. მან მოიპოვა პენალტი, რომელიც შემდეგ ლეო მესიმ გოლად გარდაქმნა და ასევე უპასა ხავის, რომელმაც ანგარიში 3:1 გახადა: “ბედნიერი ვარ ჩემი თამაშით, თუმცა იმედი მაქვს, ბევრად უკეთ წარვსდგებით მადრიდში”. განაცხადა ანდრესმა “Barca TV”-ს გადაცემა “El Marcador”-ში.

 

ბრძოლა პირველი ტიტულისთვის 

 

ანდრეს ინიესტა ბედნიერზე უფრო მეტი იყო თავის გუნდის გამოსვლით: “ჩვენ საკმაოდ ინტენსიური 90 წუთი ჩავატარეთ. არ არის მარტივი სეზონის სტარტზე ასეთი მეტოქის დამარცხება, თანაც საკმაოდ ცხელოდა. სწორ გზას ვადგავართ და მივისწრაფით ტიტულისკენ. სულ მალე საუკეთესო ფორმაში შევალთ”. 

 

ანდრეს მოხარულია ტრანსფერებით  

 

ანდრეს ინიესტამ გუნდის ორივე ახალწვეული, ხორდი ალბა და ალექს სონგი აქო: “ალბა “ბარსაში” 5 წლის განმავლობაში თამაშობდა, ის ჩვენნაირია და დარწმუნებული ვარ, ადაპტაციასთან არანაირი პრობლემა არ ექნება. ალექს სონგის მოსვლით კი გუნდი ძალიან გაძლიერდა, მით უმეტეს, წინ რთული სეზონია”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში