მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სავარჯიშო სესია კლასიკოს წინ

სავარჯიშო სესია კლასიკოს წინ

1 დღიანი დასვენების შემდეგ დღეს გუნდმა ვარჯიში განაახლა. მთელი ყურადღება ხვალ, მადრიდის ”რეალთან” გასამართ შეხვედრას ეთმობა. გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში ჩაატარა ალექს სონგმა.

გუნდი ესპანეთის სუპერთასის მატჩისთვის მზადებას ”სიუტატ ესპორტივაზე” აგრძელებს. ტიტო ვილანოვას განკარგულებაში დღევანდელ სესიაზე ალექს სონგი იყო, ტიაგო ალკანტარა კი კვლავ განცალკევებით, სპეციალური პროგრამით აგრძელებს ვარჯიშს. ”ბარსა ბ”-დან სესიაზე კრისტიან ტელიო და სერხი რობერტო იმყოფებოდნენ.

ესპანეთის სუპერთასის შეხვედრის წინ გუნდი კიდევ ერთ ვარჯიშს გამართავს. დახურულს კარს მიღმა სესია ”ნოუ კამპზე” ხვალ, 12:30 საათზე ჩატარდება, შეხვედრა კი 22:30 საათზე დაიწყება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში