“ბარსელონას” ფეხბურთელები რეკლამებში: ტიერი ანრი

“ბარსელონას” ფეხბურთელები რეკლამებში: ტიერი ანრი

Barcamania.ge-ზე დაიწყო ახალი პროექტი. შემოგთავაზებთ “ბარსელონას” ფეხბურთელების მიერ გადაღებულ რეკლამებს. ყოველდღე თუ არა, ორ დღეში ერთხელ მაინც შემოგთავაზებთ თითო–თითო ფეხბურთელის რეკლამებს. დღეს კი ტიერი ანრით დავიწყოთ.

 

ამ რეკლამის გადაღებისას ტიერი ანრი ლონდონის “არსენალში” თამაშობდა. როგორც ვიდეოშია ნაჩვენები, მას მთელი “მანჩესტერ იუნაიტედის” გუნდი მისდევს ბურთის წასართმელად. საბოლოო ჯამში nike-ს ამ ვიდეოთი კარგი რეკლამა გაუკეთდა.

 

 

ტიერი ანრის კიდევ ერთი nike-ის სარეკლამო რგოლი. ამ ვიდეოში ნაჩვენებია სხვადასხვა სპორტის შესახებ. ფეხბურთიდან გამოყვანილია ტიერი ანრი; ჩოგბურთიდან–რაფაელ ნადალი; რაც შეეხება რაგბს, მთავარ როლს გეივინ ჰენსონი ასრულებს.

 

 

 

განვაგრძოთ კვლავ ტიერი ანრით. მან გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო reebok-ის რეკლამაში. ტიტის აცვია reebok-ის ბუცები და თქვენთვითონ ნახავთ რას იზამს.

 

 

reebok-ის კიდევ ერთი რეკლამა, რომელიც გაკეთდა 2008–2009 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ. როგორც მოგეხსენებათ, რომში ერთმანეთს “მანჩესტერ იუნაიტედი” და კატალონიის “ბარსელონა” დაუპირისპირდნენ. “წითელი ეშმაკების” მხრიდან, რეკლამაში გამოყვანილია რაიან გიგზი, ხოლო “ბლაუგრანადან” ტიერი ანრი.

 

 

ტიერი ანრის ძალიან მოეწონა reebok-ის რეკლამებში მონაწილეობის მიღება და კიდევ ერთი გადაიღო. ასევე ვიდეოში ნაჩვენებია სხვადასხვა სპორთსმენები.

 

 

ტიერი ანრის კიდევ ერთი nike–ს რეკლამა. სიმართლე გითხრათ ნამდვილად არ ვიცი რას ელაპარაკება თავის თავს. wink

 

 

ტიერი ანრიმ ასევე მონაწილეობა მიიღო pro evolution soccer 4–ს სარეკლამო რგოლში. იგი დაიწყებს თამაშს და ისე მოეწონება, რომ როდესაც ვიღაც ტელეფონზე დაურეკავს და ეტყვის შემხვდიო, უპასუხებს ძალიან ცუდად ვარ და ვერ გნახავო.

 

 

pro evolution soccer 4-ს მოჰყვა pro evolution soccer 5. ტიერი ანრი ჯონ ტერისთან ერთად თამაშობს ამ თამაშს.

 

 

ტიერი ანრიმ გადაწყვიტა pepsi–ს რეკლამაშიც მიეღო მონაწილეობა კლაუდია შიფერთან ერთად. ტიერის და კლაუდიას ერთდროულად მოუნდებათ პეპსის დალევა, თუმცა მხოლოდ ერთი ბოთლია დარჩენილი. როდესაც შიფერი წაიღებს ხელს ამ ერთი ბოთლის ასაღებად, ანრი მის ხელს დაიჭერს და ეტყვის: “გამარჯობა, მე ვარ ტიერი ანრი.” ამ დროს უცბად ტიტი თვითონ წაიღებს მეორე ხელს, რათა აიღოს პეპსი, თუმცა ახლა კლაუდია დაიჭერს და ეტყვის: “გამარჯობა, მე ვარ კლაუდია შიფერი”. როდესაც ორივეს ორივე ხელი ჩაკიდული აქვთ, ამ დროს მოვა ვიღაც კაცი, აიღებს პეპსის და იტყვის: “მე ერმანი ვარ და ყოველთვის იმ ადგილზე ვარ, სადაც საჭიროა”.

 

 

ამდენი რეკლამა და ერთი არ იყო ავტომობილზე. ტიერი ანრიმ გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო Renault Clio–ს რეკლამაში. მართლაც ძალიან კარგი რეკლამა გამოვიდა.

 

 

დაიღალა ამდენი სპორტული რეკლამით ტიერი ანრი და გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო Gillette Fusion Power–ის რეკლამაში ტაიგერ ვუდსთან და როჯერ ფედერერთან ერთად.

 

 

 

ტიერი ანრის რეკლამებიც დავასრულეთ. ეს პროექტი Barcamania.ge–ზე გაგრძელდება და შემდეგში შემოგთავაზებთ ლიონელ მესის რეკლამებს.

იმედია ტიტის რეკლამები მოგეწონათ. smile

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია