ლიონელ მესი “ბარსა TV”-ს ესტუმრა

ლიონელ მესი “ბარსა TV”-ს ესტუმრა

ტიტო ვილანოვას გუნდის პირველი ოფიციალური შეხვედრის გმირი ლიონელ მესი გახდა. “სოსიედადთან” მატჩის შემდეგ არგენტინელი “ბარსა TV”-ს ეწვია. მესიმ, რომელიც დუბლის ავტორი გახდა, განაცხადა, რომ მიუხედავად ახალი მწვრთნელისა ფილოსოფია იგივეა. “ჩვენი იმავე სტილით ვთამაშობთ. მნიშვნელოვანია გამარჯვებით დაწყება. ტიტოს სურს ყოველი ტიტულისთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ. ჩვენ ის გუნდი ვართ, რომელიც ყველაფრისთვის იბრძვის. რთული იქნება, მაგრამ ცდას არ დავაკლებთ”

 

მატჩი “რეალთან”  

 

ხუთშაბათს “ბარსელონა” სუპერ-თასის პირველ შეხვედრას გამართავს მადრიდის “რეალთან”: “ურთულესი თამაში იქნება, რადგან მეტოქე ძალიან გამოცდილია. გამარჯვების მთავარი გასაღები იქნება ფეხბურთელების რწმენა. თითოეულმა უნდა დაიჯეროს, რომ შეუძლია გოლის გატანა. ჩვენ დიდი ხანია ერთმანეთის გვერდიგვერდ ვასპარეზობთ”

 

“თავს დიდებულად ვგრძნობ. თანაც პირველად გავატარე მთელი პრე-სეზონი გუნდთან ერთად”

 

ტელიო, ალექსისი და სესკი  

 

მესიმ ხოტბა შეასხა თანაგუნდელთ. ტელიოზე განაცხადა: “ჩვენ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ და ვიცი, თუ რა შესაძლებლობები აქვს მას”. სესკზე: “არ იყო იოლი მისთვის “ბარსას” ფილოსოფიასთან ადაპტაცია”. ალექსისზე: “წინა წელს მას პრობლემები შეექმნა, თუმცა ამ სეზონში უამრავ გოლს გაიტანს”.

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=s70ADilJHA4] 

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია