გუნდმა ”ნოუ კამპზე” დღეს ”რეალ სოსიედადთან” გასამართი შეხვედრის წინ ბოლო ვარჯიში ჩაატარა. სესიაზე მწყობრში მყოფი ყველა ფეხბურთელი იმყოფებოდა. ”ბარსა ბ”-დან სესიაზე კრისტიან ტელიო და სერხი რობერტო იმყოფებოდნენ. ტიაგო ალკანტარა კვლავ სპეციალური პროგრამით ვარჯიშს აგრძელებს. დღევანდელ სესია ერიკ აბიდალი ესწრებოდა.
ვარჯიშის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებმა ერთად ისადილეს, რის შემდეგაც დასასვენებლად სახლებში გაეშურნენ. გუნდი ”ნოუ კამპზე” 19:15 საათზე დაბრუნდება.


