workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
არსენ ვენგერი სონგს “ბარსელონაში” უშვებს

არსენ ვენგერი სონგს “ბარსელონაში” უშვებს

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ შესაძლოა გუნდის ნახევარმცველმა ალექსანდრ სონგმა რობინ ვან პერსის ბედი გაიზიაროს და “მეთოფეთა” კლუბი დატოვოს. სავარაუდოდ ეს ოფიციალურად რამდენიმე დღეში დადასტურდება, იტყობინება ESPN.

ასეთ შემთხვევაში, თუკი ეს ტრანსფერიც ოფიციალურად დადასტურდა, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლევანდელი სატრანსფერო დავალება შესრულებულია. სავარაუდოდ სონგის ტრანსფერი შაბათს გაფორმდება და ტიტო ვილანოვას გუნდს ახალი ნახევარმცველი შეემატება. 

რა თქმა უნდა, კატალონიელებს არ სურთ სონგში 15 მილიონ ევროზე მეტის გადახდა და ცდილობენ “არსენალიც” ამ თანხაზე დაითანხმონ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward