workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბართომეუ მოლაპარაკებას ლონდონში მართავს

ბართომეუ მოლაპარაკებას ლონდონში მართავს

”ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ ”არსენალის” ფეხბურთელის, ალექს სონგის ტრანსფერზე სასაუბროდ ლონდონში იმყოფება.

რადიო ”RAC1”-ის ცნობით ხოსეპ მარია ბართომეუ სამშაბათს ლონდონში იმყოფებოდა, რათა ”კანონირებთან” ალექს სონგის ტრანსფერზე შეთანხმება მიეღწია. ეს ტრანსფერი უახლოეს პერიოში შეიძლება დასრულდეს.

ბართომეუ, რომელსაც ინგლისში კლუბის დირექტორთან, რაულ სანლეჰისთან ერთად იმყოფება მუდმივ კონტაქტშია სანდრო როსელთან, რათა კლუბებს შორის შეთანხმება მოხდეს და ტრანსფერი 16 მილიონ ევროდ შესრულდეს. კატალონიური კლუბი ფეხბურთელში 15 მილიონ ევროს იხდის, ხოლო ლონდონელები 18 მილიონს ითხოვენ.

ამას გარდა ოპერაციაში არ იქნება ჩართული ”ბარსელონას” არცერთი ფეხბურთელი. ვრცელდებოდა, რომ ლონდონელებს კრისტიან ტელიოს ან იბარჰიმ აფელაის დამატება სურდათ. ”ბარსელონა” და თავად ფეხბურთელი პირად კონტრაქტზე შეთანხმებულები არიან, ის 5 წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და ყოველწლიურად დაახლოებით 5 მილიონ ევროს მიიღებს.

ვენგერი შემცვლელს ეძებს

ბოლო დღეებში გავრცელებული ცნობების თანახმად არსენ ვენგერი ისეთ ფეხბურთელს ეძებს, რომელიც ალექს სონგს შეცვლის. მათი ყურადღება ”რენის” ფეხბურთელისკენ, იან მ’ვილასკენაა გადატანილი. მ’ვილა 22 წლისაა და ალექს სონგის პოზიციაზე ასპარეზობს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward