workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
არაუხომ დებიუტი გოლით აღნიშნა

არაუხომ დებიუტი გოლით აღნიშნა

“ბარსელონა ბ”-მ ინგლისური ტურნე გამარჯვებით დაიწყო. ახალგაზრდა კატალონიელებმა ჩემპიონშიფის (ინგლისის რანგით მე-2 ლიგა) გუნდი “ჰადერსფილდი” 2:0 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ “ბარსა ბ”-ს მაისურით ჩატარებულ პირველივე მატჩში, თავი გატანილი გოლით გამოიჩინა გუნდის არგენტინელმა ახალწვეულმა, სერხიო არაუხომ.

ინგლისში გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. სტუმრები ბურთზე კონტროლის დამყარებას ცდილობდნენ და ეს კარგადაც გამოსდიოდათ, ხოლო მასპინძლებმა თამაში კონტრშეტევებზე ააგეს, მაგრამ შექმნილი რამდენიმე მომენტიდან მათ ვერცერთი გამოიყენეს.

მე-2 ტაიმის დასაწყისში, ეუსებიო საკრისტანმა ერთბაშად 8 ცვლილება განახორციელა და “ბარსა ბ” მეტოქეზე უკეთ ათამაშდა. ანგარიში 63-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც დეულოფეუმ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა, ხოლო ექვს წუთში, სერხიო არაუხომ სადებიუტო გოლი გაიტანა და შეხვედრას წერტილი დაუსვა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward