24 ფეხბურთელი გაემგზავრება გიოტენბურგში და ბუქარესტში

24 ფეხბურთელი გაემგზავრება გიოტენბურგში და ბუქარესტში

ტიტო ვილანოვას განკარგულებაში ყველა მწყობრში მყოფი მოთამაშე იქნება, მათ შორის ჟორდი ალბა, დავიდ ვილია და ანდრეუ ფონტასი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ”მანჩესტერ იუნაიტედთან” და ”ბუქარესტის დინამოსთან” მატჩებში. ჯონათან დოს სანტოსი, რომელსაც ტრავმა აწუხებს ბარსელონაში რჩება.

”ბარსელონა” პრე-სეზონის ბოლო ეტაპზე იმყოფება. გუნდი ოთხშაბათს ”მანჩესტერს”, ხოლო შაბათს ”ბუქარესტის დინამოს” შეხვდება. ტიტო ვილანოვას განკარგულებაში ამ შეხვედრებში 24 ფეხბურთელი იქნება.

გუნდს ოთხშაბათს შეურთდება ჟორდი ალბა, რომელსაც ევრო 2012-ზე და ოლიმპიადაზე ჩატარებული მატჩების შემდეგ დასვენების საშუალება მიეცა. განაცხადში არიან დავიდ ვილია და ანდრეუ ფონტასიც, რომლებიც ჯერ-ჯერობით ისეთ ფორმაში არ არიან, რომ სრული სამედიცინო თავისუფლება მიიღონ თამაშისთვის და ამიტომაც ისინი კვლავაც ტრავმირებულებად ითვლებიან. ადრიანო კორეიამ დაივიწყა ქუსლის პრობლემები და შემდეგ შეხვედრებში გუნდს დაეხმარება.

”ბარსა ბ”-ს 4 ფეხბურთელი, ტელიო, ილიე, სერხი რობერტო და რაფინია ასევე გუნდთან ერთად გაემგზავრებიან. ჯონათან დოს სანტოსი კი მიკროტრავმის გამო ბარსელონაში დარჩება და გააგრძელებს ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშს.

ბოლო ვარჯიში ბარსელონაში

შვედეთში გაფრენის წინ გუნდი ბოლო ვარჯიში გამართა ”სიუტატ ესპორტივას” მოედანზე. ჟირონაში ჩატარებული სესიის მსგავსად ადრიანომ სრულად შეძლო ვარჯიშის ჩატარება. ფეხბურთელები შვედეთს ოთხშაბათს დატოვებენ და ბუქარესტში გაემგზავრებიან.

განაცხადი კი ასეთია: ვალდესი, პინტო, ალვესი, პიკე, ფაბრეგასი, პუიოლი, ჩავი, ვილია, ინიესტა, სანჩესი, მესი, მასკერანო, ბუსკეტსი, პედრო, ალბა, აფელაი, ადრიანო, ფონტასი, მონტოია, ბარტრა, ტელიო, ილიე, სერხი რობერტო და რაფინია.

ტრავმირებულები: ტიაგო ალკანტარა, ერიკ აბიდალი, ისააკ კუენკა, მარკ მუნიესა და ჯონათან დოს სანტოსი.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი