”ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, სეიდუ კეიტამ, რომელიც წელს ჩინურ ”დალიან აერბინში” გადაბარგდა კატალონიური კლუბის ყოფილი თავკაცი, პეპ გვარდიოლა გააკრიტიკა.
”თავის დროზე მე ბევრჯერ გავიგე და წავიკითხე, რომ ის ძალიან მაფასებდა. ბევრი ფიქრობდა, რომ ჩვენს შორის კარგი, მეგობრული ურთიერთობა იყო, რადგან გვარდიოლა ყოველთვის კარგად საუბრობდა ჩემზე. აი ძირითად შემადგენლობაში კი თითქმის არ გავდიოდი” – აცხადებს სეიდუ კეიტა ”Match”-თან ინტერვიუში.
”როცა გვარდიოლას პირისპირ შევხვდი, მაშინ ყველაფერი ვუთხარი, რასაც ვფიქრობდი. კონკრეტულად რა? მე ვუთხარი, რომ არასდროს ვაფასებდი მის შექებას და რომ მისი სიტყვები ჩემთვის არაფერს ნიშნავდა. პეპი ხომ ძირითადში არ მათამაშებდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ არ მენდობოდა” – დაასრულა კეიტამ.
გასული 4 სეზონის განმავლობაში სეიდუ კეიტამ პრიმერას 100 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.



