workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პირველი ვარჯიში ევროპის ჩემპიონებისთვის

პირველი ვარჯიში ევროპის ჩემპიონებისთვის

გუშინ ღამით პირველი გუნდი ვარჯიშს დაუბრუნდა. მთავარი სიახლე იმ 7 ფეხბურთელი დაბრუნება იყო, რომლებიც ევროპის ჩემპიონები გახდნენ. ვალდესი, პიკე, ბუსკეტსი, ჩავი, სესკი, ინიესტა და პედრო პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობდნენ და პირველად იღებდნენ ტიტო ვილანოვას მითითებებს. დილით მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს. კარლეს პუიოლმა კი ექიმებისგან თამაშის უფლება მიიღო.

პირველი გუნდის 19 მოთამაშე

ევროპის ჩემპიონების დაბრუნების შემდეგ ტიტო ვილანოვას თითქმის მთელი გუნდი ჰყავს შეკრებილი, გარდა ჟორდი ალბასი და მარტინ მონტოიასი. ამგვარად მწვრთნელს სესიაზე 19 ფეხბურთელი ჰყავდა, მათ შორის ტრავმირებულები, დავიდ ვილია და ანდრეუ ფონტასი. პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა ოიერი და სერხი როებრტო.

ორმაგი სესია სამშაბათს

სამშაბათს ”სიუტატ ესპორტივაზე” 2 სავარჯიშო სესია ჩატარდება. პირველი მათგანი 9 საათზე დაიწყება და 15 წუთით ჟურნალისტებისთვის ღია იქნება. მისი დასრულების შემდეგ კარლეს პუიოლი პრეს-კონფერენციას გამართავს. ფეხბურთელები ვარჯიშს 19 საათზე გააგრძელებენ. ეს სესია დახურულ კარს მიღმა ჩატარდება.

ცვლილება ”პსჟ”-სთან მატჩში

როგორც იცით გუნდი შაბათს, ”პსჟ”-სთან გასამართი მატჩისთვის ემზადება. შეხვედრა 20 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ის 19:45 საათზე დაიწყება.

                                    [media=http://www.youtube.com/watch?v=XGy15cGcg6Y]

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward