პრე-სეზონის პირველი ამხანაგური შეხვედრის შემდეგ, სადაც ჟერარდ დეულოფეუ ”ბარსელონას” ძირითად შემადგენლობაში იყო ”ბარსა ბ”-ს ფეხბურთელმა დასრულებული მატჩის შესახებ ისაუბრა.
მან განაცხადა: ”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ტიტო გააგრძელებს კანტერაზე ნდობას. პირველ გუნდში თამაში უდიდესი სიხარულია. ძალიან მიხარია პირველი გამარჯვება და პირველი გატანილი გოლი. მე ახალგაზრდა ვარ და ბევრი რამ უნდა დავაფასო. ტიტო მეუბნება, თუ რას სურს ჩემგან და მეც ამის შესრულებას ვცდილობ. მაგალითად ”ჰამბურგთან” მატჩის წინ მან მითხრა, რომ მოედანზე გავსულიყავი და გამეკეთებინა ის, რაც ვიცი” – დაასრულა დეულოფეუმ.


