“ბარსა ბ”-ს პორტუგალიელმა ახალწვეულმა, ედგარ იემ მარცხენა ფეხზე ოპერაცია გაიკეთა და როგორც კლუბის ექიმები იტყობინებიან, ახალგაზრდა ფეხბურთელი უახლოესი 3 თვის განმავლობაში იუქმებს.
პორტუგალიური “სპორტინგის” ფეხბურთელი “ბარსელონაში” ტრავმირებული გადმოვიდა. დაზიანების გამო, მან ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი გამოტოვა. კატალონიელმა მედიკოსებმა გადაწყვიტეს, რომ იესთვის ოპერაცია გაეკეთებინათ.
“ბარსას” ოფიციალური საიტის ცნობით, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ფეხბურთელს საავადმყოფოდან ხუთშაბათს გაწერენ.