მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პუიოლმა ვარჯიში განაახლა

პუიოლმა ვარჯიში განაახლა

მაისში, მუხლზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ კაპიტანმა ვარჯიში განაახლა. დღეს დილით ის თანაგუნდელებისგან განცალკევებით ვარჯიშობდა.

ოპერაციის ჩატარებიდან 2 თვეში კაპიტანი ვარჯიშს დაუბრუნდა. კარლესი თანაგუნდელებისგან განცალკევებით ვარჯიშობდა, რომლებისთვის ეს სესია ბოლოსწინა იყო გერმანიაში გაფრენის წინ. სამშაბათს გუნდი პრე-სეზონის პირველ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

კარლეს პუიოლმა მუხლის ტრავმა 5 მაისს, ”ესპანიოლთან” შეხვედრაში მიიღო, რის გამოც სამეფო თასის ფინალის და ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის გამოტოვება მოუწია, თუმცა 2012/13 სეზონს ის სრულ მზადყოფნაში შეხვდება.

მომდევნო ორშაბათს ტესტი

მომავალ ორშაბათს, 30 ივლისს კარლეს პუიოლი სამედიცინო შემოწმებას ჩაიტარებს, რათა დადგინდეს მისი ფიზიკური მდგომარეობა და შეძლოს იმ თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიში, რომლებიც ”სიუტატ ესპორტივაზე”  30 ივლისს დაბრუნდებიან.

”ბარსა ბ”-ს 13 ფეხბურთელი

კიკო ფემენიამ წინა კვირის ბოლო 2 ვარჯიში კუნთის ტრავმის გამო გააცდინა, თუმცა დღეს ის თანაგუნდელებს შეუერთდა. დილის სესიაზე სულ ”ბარსა ბ”-ს 13 მოთამაშე იყო – ოიერი, სერხი გომესი, პლანასი, სერხი რობერტო, ილიე, რაფინია, ლობატო, ფემენია, პატრიკი, დეულოფეუ, ესპინოსა, ბალიუ და ჟოან ანხელ რომანი.

გუნდი დღის მეორე სავარჯიშო სესიას 19 საათზე ჩაატარებს.

                                  [media=http://www.youtube.com/watch?v=XSm4EZgd-jk]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში