ღვიძლის გადანერგვის მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტმა, ხუან კარლოს გარსია-ვალდეკასასი არ გამორიცხავს იმას, რომ ”ბარსელონას” მცველი, ერიკ აბიდალი მოედანს დაუბრუნდება.
”მე მეკითხებიან, შეძლებს თუ არა ერიკი დიდ ფეხბურთში დაბრუნებას, საერთოდ ასეთი ოპერაციის შემდეგ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები საკუთარ საქმიანობას რამდენიმე თვის ან 1 წლის შემდეგ უბრუნდებიან. ერიკ აბიდალი კი განსაკუთრებული ადამიანია. ის ძალიან ძლიერია ფიზიკურად და ძალიან სურს დაბრუნება. ყველაფერი მის ორგანიზმზე იქნება დამოკიდებული. პირველი 3-6 თვე აღდგენის პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანია. მთავარია, რომ მას ინფექცია არ განუვითარდეს და დაიცვას სიფრთხილის ზომები სახლში” – განაცხადა გარსია-ვალდეკასასმა.


