როგორც გაირკვა, იტალიურ “მილანს” “ბარსელონასთვის” ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერის საფასური ბოლომდე ჯერ არ გადაუხდია. ამ ინფორმაციას კატალონიელთა ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ფაუსი ავრცელებს.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი “მილანმა” 2011 წელს იყიდა (2010-11 წლების სეზონში, შვედი იტალიურ კლუბში განათხოვრებული იყო). სატრანსფერო თანხამ 24 მილიონი ევრო შეადგინა, რომელიც “როსონერის” სამ ნაწილად უნდა დაეფარა, მაგრამ როგორც ირკვევა, მილანელებს ერთი მესამედი ჯერ კიდევ გადასახდელი აქვთ.
ცოტა ხნის წინ, “მილანმა” ზლატანი ფრანგულ “პარი სენ ჟერმენს” მიჰყიდა. ტრანსფერის განხორციელების შემდეგ, ხავიერ ფაუსმა განაცხადა, რომ მართალია, შვედი მილანელთა ფეხბურთელი აღარაა, მაგრამ მათ “ბარსელონას” დავალიანება მაინც აქვთ.



