ახალგაზრდა ფეხბურთელი ამჟამად თავისუფალი აგენტია და მისთვის ბრძოლაში მადრიდის “რეალი” ჩაება.
კრისტაინ ტელიოს ერთი ნაბიჯი-ღა აკლია, რომ მშობლიური კლუბის სარეზერვო გუნდში დაბრუნდეს. მისი საფეხბურთო კარიერა ადრეული ასაკიდან საინტერესოდ განვითარდა, იგი “ბარსელონას” საფეხბურთო სკოლაში 10 წლის ასაკში მივიდა, ხოლო 16 წლისამ “ესპანიოლში” გადავიდა და ორი წელი იქ ასპარეზობდა. ამ ხნის განმავლობაში მან მყარად მოიკიდა ფეხი ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში. ახლა კი მზად არის, რომ “ესპანიოლიდან” აბარგდეს, ეს პერესსაც შესანიშნავად ესმის.
ტელიომ კარგად გაართვა თავი თავდამსხმელის პოზიციას, მიუხედავად იმისა, რომ იგი ვინგერია. თავიდან “ესპანიოლ ბ-შიც” კი არ ათამაშებდნენ, მაგრამ მეორე წრიდან ყველაფერი შეიცვალა, კლუბს გაუჭირდა, უხდებოდა ბრძოლა გადარჩენისათვის და მის ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოიყენა, გამოიყენა ტელიოც, მაგრამ უკვე გვიანი იყო “თუთიყუშებმა” ადგილი იქ ვერ შინარჩუნეს, სადაც შეიძლება თამაშობდეს ახალგაზრდული ნაკრების ძირითადი თავდამსხმელი. ახლა კი კრისტიანს რა თქმა უნდა არ სურს ესპანეთის მესამე ლიგაში თამაში. ანდა რა უნდა ისეთ ფეხბურთელს მესამე ლიგაში, რომელსაც ძალუძს თავდასხმის ნებისმიერ პოზიციაზე თამაში და გაჭირვების შემთხვევაში იკისროს ლიდერის ფუნქციები.
მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს, ზოგიერთი წყარო იმასაც წერს, რომ კლუბი და ფეხბურთელი უკვე შეთანხმდნენ, მაგრამ ამის გახმაურებას ჯერ არ აპირებენო. გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრისტიანის მიმართ ინტერესი “ვილიარეალმა” და “რეალმა” გამოხა. “ვილიარეალის” შემოთავაზებით იგი არ მოხიბლულა რა თქმა უნდა, “რეალში” გადასვლას კი არ ჩქარობს იცის, რომ შანსი აქვს სახლში დაბრუნების.
გარდა შევსებისა “ბარსა ატლეტიკში” არის გამოკლებაზეც საუბარი. გაი იიგაალ ასულინი ყოველთვის იყო პეპის საყვარელი ფეხბურთელი, ენდობოდა მას და სამეფო თასზეც კი ათამაშა, მაგრამ ლუის ენრიკეს მოსვლასთან ერთად ყველაფერი შეიცვალა. მას მიმდინარე სეზონში თითქმის არ მიუღია მონაწილეობა. იგი ბარსაში 7 წლის წინ, 12 წლის ასაკში მოვიდა, ხოლო “ბარსელონა ატლეტიკში” 2007 წლიდან გამოდის. მან განაცხადა, რომ სურს “ბარსელონას” დატოვება, მსურველი კი, როგორც გამოჩნდა არ აკლია, მისით დაინტერესებულნი არიან ინგლისელები და ალბათ არც არის გასაკვირი, რომ მან პრემიერლიგაში გამოსვლის სურვილი გამოთქვა. პოტენციურ მყიდველებს შორის “მანჩესტერ სითი”, “ტოტენჰემი” და “არსენალი” არიან. თუ გუნდში კრისტიან ტელიო ერერა დაბრუნდება გაი აუცილებლად დატოვებს გუნდს.
სტატია მოამზადა მამუკა უგრეხელიძემ(busquets)