workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
4 მეკარე დღის პირველ ვარჯიშზე

4 მეკარე დღის პირველ ვარჯიშზე

ტიტო ვილანოვს პარასკევის დილის ვარჯიშზე მოულოდნელი მიგელ ბანუსის და ჟორდი მასიპის გამოჩენა იყო.

გუშინ გუნდმა მხოლოდ ერთი სესია გამართა, თუმცა დღეს კვლავ 2 სესია ჩატარდება. პირველი მათგანი 9 საათზე, ”სიუტატ ესპორტივას” მეორე სავარჯიშო მოედანზე გაიმართა, რომელსაც ”ბარსა ბ”-ს ორი მეკარე, მიგელ ბანუსი და ჟორდი მასიპი დაესწრნენ.

22 ფეხბურთელი ჯამში

ჯამში მოედანზე 22 ფეხბურთელი იმყოფებოდა. პირველი გუნდის 12 მოთამაშესთან ერთად ეუსებიო საქრისტიანის სარეზერვო გუნდის 10 ფეხბურთელი ვარჯიშობდა (ოიერი, სერხი გომესი, პლანასი, სერხი რობერტო, ილიე, რაფინიო, კიკო ფემენია და ლობატო). გასაკვირი იყო ვარჯიშზე ჯამში 4 მეკარის ყოფნა: პინტო, ოიერი, ბანუსი და მასიპი.

წინა დღეების მსგავსად თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობდნენ ვილია, ფონტასი და ალვესი, თუმცა მათ ექიმები აკვირდებოდნენ. ტიაგო და კუენკა აგრძელებენ სპეციალური პროგრამით ვარჯიშს. 19 საათზე ფეხბურთელები კვლავ დაუბრუნდებიან სავარჯიშო მოედანს.

P.S. ესეც ჩემი 2100-ე სიახლე ბარსამანიაზე

                                   [media=http://www.youtube.com/watch?v=r_H48I6ha10]

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward