workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მზადება გრძელდება

მზადება გრძელდება

დღეს დილით ”ბარსელონამ” ვარჯიში განაახლა. საღამოს ფეხბურთელებს დასვენების საშუალება მიეცემათ, პარასკევს კი კვლავ 2 სესია გაიმართება.

ოთხშაბათს, ძლიერ სიცხეში ჩატარებული ვარჯიშის შემდეგ ფეხბურთელი დილით კლვა ”სიუტატ ესპორტივაზე” დაბრუნდნენ, რათა 2012/13 სეზონისთვის მზადება გააგრძელონ.

ტიტო ვილანოვას განკარგულებაში პირველი გუნდის 12 და ”ბარსა ბ”-ს 8 ფეხბურთელი (ოიერი, სერხი გომესი, პლანასი, სერხი რობერტო, ილიე, რაფინი, კიკო ფემენია და ლობატო) იმყოფებოდა. კვლავ თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობდნენ ვილია, ფონტასი და ალვესი, თუმცა ექიმების დაკვირვებით. ამავდროულად ტიაგო და კუენკა აგრძელებენ სპეციალური პროგრამით ვარჯიშს.

გასული 2 დღე ფეხბურთელი 2 სესიას ესწრებოდნენ, თუმცა დღეს საღამოს მათ დასვენების საშუალება ექნებათ. პარასკევს ტიტომ კვლავ 2 სესიის ჩატარება დაგეგმა, რომლებიც 9 და 19 საათზე გაიმართება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward