workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესამე სავარჯიშო სესია 21 ფეხბურთელით

მესამე სავარჯიშო სესია 21 ფეხბურთელით

ოთხშაბათს დილით ”სიუტატ ესპორტივაზე” ის ფეხბურთელები ვარჯიშობდნენ, რომლებიც გუშინ ირჯებოდნენ.

”ბარსელონას” შემადგენლობა აგრძელებს მზადებას. დღეს დილით ”სიუტატ ესპორტივას” მეორე სავარჯიშო მოედანზე ის 21 ფეხბურთელი ვარჯიშობდა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სამშაბათის ვარჯიშებში. პირველი გუნდის 13 ფეხბურთელთან ერთად სესიაზე ”ბარსა ბ”-ს 8 მოთამაშე იყო (ოიერი, სერხი გომესი, პლანასი, სერხი რობერტო, ილიე, რაფინია, კიოკო ფემენია და ლობატო).

ტიაგო და კუენკა განცალკევებით

სამშაბათის მსგავსად კუენკა და ტიაგო მოედანზე არ გამოჩენილან. ორივე მათგანი სპეციალური პროგრამით მუშაობს პრობლემის დასაძლევად.

შემდეგი სავარჯიშო სესია დღეს, ადგილობრივი დროით 19 საათზე გაიმართება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward