კატალონიელები შეიძენენ ახალ თავდამსხმელს იმ შემთხვევაში, თუ კი იბრაჰიმოვიჩი გაიყიდება სასურველ თანხად, ეს კი მოგეხსენებათ ურთულესი ოპერაციაა.
არსებული მომენტისათვის კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობაში აქტუალური არ არის ახალი თავდამსხმლის შეძენის ვარიანტი. იმის გათვალისწინებით, რომ გუნდში დავიდ ვილია მოვიდა, ჯამში 6 შემტევი ფეხბურთელი დაგროვდა. მაგრამ მომავალი სეზონისათვის სასტარტოში მხოლოდ სამი ფეხბურთელი დაიწყებს, ექს-ვალენსიელი ვილია, იბრაჰიმოვიჩი და მესი, რაც შეეხება ბოიანს და პედროს მათ შანსი ყოველთვის მიეცემათ. გარდა ამისა პეპ გვარდიოლა უარს არ ამბობს ხეფრენ სუარესის დახმარებაზეც. როგორც თავდ მთავარმა მწვრთვნელმა განაცხადა გუნდში არსებული ფორვარდთა რაოდენობა სავსებით საკმარისია და არცერთი მათგანი არ არის ზედმეტი 2010/11წ.წ. სეზონისათვის.
ახალ სეზონში პეპს არ სურს, რომ გუნდში ყავდეს ისეთი ფეხბურთელი, რომელიც გამუდმებით იჯდება სათადარიგოთა სკამზე. უკიდურეს შემთხვევაში კი მას შეეძლება, რომ გამოიყენოს “ბარსა ატლეტიკის” ფეხბურთელებიც. რომლებმაც გასულ კვირას სეგუნდა დივიზიონში აღზევდნენ.
სიტუაცია უკიდურესად შეიცვლება თუ კი, ჩემს მიერ ჩამოთვლილი ფეხბურთელთაგან რომელიმეს გაყიდის კლუბი. უპირველესყოვლისა საუბარია ზლატან იბრაჰიმოვიჩზე. შვედი გვარდიოლას რჩეულია, მაგრამ მას პრობლემები აქვს, ეტო’ოს პრობლემებისგან განსხვავებული, რომელიც მას გაყიდვის დროს ქონდა. თუ კი შვედი გოლიათი “ბარსაში” დარჩება, მაშინ მას არანაირი პრობლემა არ ექნება მწვრთვნელთან. მისი ყიდვა უამრავ კლუბს სურს, მაგრამ თუ კი ის ტრანსფერზე იქნა დაყენებული მისი ფასი 50 მილიონი იქნება.
თუ კი “ბარსელონა” იბრაჰიმოვიჩს გაყიდის, ის შეეცდება მოუძებნოს მას შემცვლელი, ამ ადგილას კი ჩიკი ბეგირისტაინმა სამი ფეხბურთელი შეარჩია: ხუან მატა, ფერნანდო ტორესი და რობინიო. მატას ფასი 20 მილიონი ევრო არის. ტორესი კი გაცილებით ძვირია, ის ისევე, როგორც ზლატანი 50 მილიონი ევრო ღირს, როგორც კატალონიური პრესა იტყობინება, მასზე 1 ივლისიდან შეუდგებიან მუშაობას “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ბოსები. აი რობინიოს კი კლუბმა მისცა უფლება, რომ მსურველ კლუბებთან სატრანსფერო შემოთავაზებები განიხილოს. “ბარსელონაში” “სატანას” შესაძლო გადმობარგება არც მეტი არც ნაკლები კლუბის ქომაგებს უკავშირდებათ, ახლა კი მისი კარიერული წინსვლა დამოკიდებულია იმაზე თუ, როგორ ჩაატარებს მსოფლიოს პირველობას ს.ა.რ_ში.
სტატია მოამზადა მამუკა უგრეხელიძემ(busquets)