workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სერხიო ბუსკეტსი 24 წლის გახდა

სერხიო ბუსკეტსი 24 წლის გახდა

1988 წელს დაბადებული ეს ფეხბურთელი “ბარსელონაში” 2005 წელს გამოჩნდა. ერთი წლის შემდეგ, მან “ბარსელონა ც”-ში თამაშის უფლება მოიპოვა, ხოლო 2007-08 წლების სეზონში, ბუსკეტსი “ბარსა ბ”-ს ღირსებას იცავდა. “ბარსელონას” მთვარ მწვრთნელად პეპ გვარდიოლას დანიშვნის შემდეგ, კატალონიელმა სპეციალისტმა ბუსკეტსს პირველ გუნდში იყო. ბევრისთვის მოულოდნელად, 20 წლის ესპანელმა, შემადგენლობიდან კოტ დ’ივუარელი იაია ტურე ამოაგდო, რასაც აფრიკელის გუნდიდან წასვლა მოჰყვა. ბუსკეტსს კონკურენცია ვერც გუნდში ტურეს ნაცვლად მოყვანილმა მასკერანომ გაუწია. არგენტინელს ადგლი ნახევარდაცვაში რომ ვერ მოუძებნა, გვარდიოლამ იცი დაცვის ცენტრში ათამაშა.

დღეს, სერხიო ბუსკეტსი “ბარსელონასა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების შეუცვლელია წევრია. “ბარსელონას” პირველ გუნდში, მას 191 თამაში და 7 გოლი დაუგროვდა. სანაკრებო მონაგარი 45 მატჩს მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ ბუსკეტსი ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდაა, მას ყველა ის ტურნირი მოგებული აქვს, რომლის მოგების შანსიც ჰქონდა. მისი ტიტულების ჩამონათვალი ასეთია: ესპანეთის ჩემპიონი (3), ესპანეთის თასი (2), ესპანეთის სუპერთასი (3), ჩემპიონთა ლიგა (2), ევროპის სუპერთასი (2), მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი (2), მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონი.

ამ მიღწევების ავტორი, სერხიო ბუსკეტსი, დღეს, მხოლოდ 24 წლის გახდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward