workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 20:30

ბეტისი

ბეტისი ლოგო
2 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
გომესი 27'sports_soccer ეზალზული 53'sports_soccer ფ. ბერნალი 54'
იამალი 10'sports_soccer როდრი 41'sports_soccer ჟეზუსი 51'sports_soccer ე. გარსია 62'sports_soccer ოლმო 81'sports_soccer
მარადონა: “პალერმოს გოლი ჩემი შეკვეთილი იყო”

მარადონა: “პალერმოს გოლი ჩემი შეკვეთილი იყო”

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო არმანდო მარადონამ განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩისას, დარწმუნებული იყო, რომ მარტინ პალერმო მოახერხებდა საბერძნეთის ნაკრების კარის დალაშქვრას. როგორც მოგეხსენებათ პალერმო მოედანზე თამაშის მიწურულს შემოვიდა და იგი გახდა მეორე გოლის ავტორი, რომელიც გავიდა მატჩის 89–ე წუთზე. საბოლოო ანგარიში 2:0 დაფიქსირდა.

“მე ვუთხარი პალერმოს, რომ გასულიყო მოედანზე და გაეტანა გოლი. ჩემს დამხმარეებს იგუაინის მოედანზე გასვლა სურდათ, თუმცა მე მათ ვუთხარი, რომ მატჩში მარტინი უნდა ჩართულიყო და არა გონსალო. მითუმეტეს იმ დროისათვის მთელი სათადარიგოთა სკამზე მჯდომი ფეხბურთელები ძალიან გამოლეულები იყვნენ.” განაცხადა მარადონამ.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრებმა შესანიშნავად ჩაატარა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი და დააგროვა ცხრა ქულა. ასე და ამგვარად მარადონას შეგირდები გავიდნენ 1/8 ფინალში, სადაც მათი მოწინააღმდეგე მექსიკის ეროვნული ნაკრები იქნება.

წყარო: soccer.ru 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward