workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
4 - 2
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
დუე 38'sports_soccer ერნანდესი 72'sports_soccer ვიტინია 81'sports_soccer რუისი 86'sports_soccer
ესპარტი 55'sports_soccer იამალი 79'sports_soccer
“ბარსელონას” მეტოქეები – “პარის სენ ჟერმენი”

“ბარსელონას” მეტოქეები – “პარის სენ ჟერმენი”

28 ივლისს, პარიზში, “პარკ დე პრენსზე”, “ბარსელონა” წინასასეზონო მზადების რიგით მე-3 შეხვედრას გამართავს. ამხანაგურ მატჩში, კატალონიური კლუბის მეტოქე “პარის სენ ჟერმენი” იქნება, რომელიც ბოლოდროინდელი ინვესტიციების შედეგად, საკმაოდაა გაძლიერებული. ცოტა ხნის წინ, “პარი სენ ჟერმენში” კატარული ინვესტიცია ჩაიდო, რის შედეგადაც, პარიზელებმა არაერთი ძლიერი ფეხბურთელი დაიმატეს.

 

რთული პერიოდიდან გამოსვლა

გასული დეკადის შუაში, ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, “პარის სენ ჟერმენს” რთული პერიოდი ედგა. რამდენჯერმე, დედაქალაქელებ ლიგა ერთიდან გავარდნასთანაც იყვნენ ახლოს.

2011 წელს, პსჟ-თი კატარელი ბიზნესმენები დაინტერესდნენ და პარიზულ გუნდს შანსი გაუჩნდა შეავსოს ტიტულების მარაგი, რომელიც ამჟამად საფრანგეთის ჩემპიონობას (2), საფრანგეთის თასს (8), ლიგის თასსა (3) და თასების მფლობელთა თასს მოიცავს.

კლუბის სათავეში აზიელი ბიზნესმენების მოსვლის შემდეგ, “პარის სენ ჟერმენმა” ისეთი ფეხბურთელები შეიძინა, როგორებიც არიან დიეგო ლუგანო, მოჰამედ სისოკო, ბლეზ მატუიდი, ხავიერ პასტორე და ჟერემი მენეზი. მიუხედავად ამისა, პირველ სეზონში, “პ.ს.ჟ.” უტიტულოდ დარჩა.

 

შევსება “მილანიდან”

კლუბის შესტიდვის შემდეგ, კატარელმა ბიზნესმენებმა პირველი რაც გააკეთეს, წარსულში ცნობილი ფეხბურთელი და მწვრთნელი, ლეონარდო სპორტულ დირექტორად დანიშნეს. ბრაზილიელმა საფეხბურთო ფუნქციონერმა ჯერ გუნდის სათავეში კარლო ანჩელოტი მიიყვანა, შემდეგ კი, “მილანთან” არსებული კავშირები გამოიყენა და იტალიური გუნდი ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და ტიაგო სილვას გაყიდვაზე დაითანხა. ბუნებრივია, მხოლოდ პარიზელები მხოლოდ ლეონარდოს გარჯით ვერაფერს გაახერხებდნენ – მას ზურგს დიდძალი ფული უმაგრებდა, რომელზეც “მილანმა” უარი ვერ თქვა. ბრაზილიელმა მცველმა “პარი სენ ჟერმენთან” კონტრაქტი უკვე გააფორმა, ხოლო შვედი ამას უახლოეს მომავალში გააკეთებს.

 

ყოფილი “ბარსელონელები”

ამჟამად, “პარის სენ ჟერმენში” “ბარსელონას” 2 ყოფილი ფეხბურთელი თამაშობს და ორივე ბრაზილიელია. ერთი მათგანი მარცხენა მცველი მაქსველია, ხოლო მეორე – ნახევარმცველი ტიაგო მოტა (მართალია, მოტა იტალიის ნაკრებში თამაშობს, მაგრამ იგი ბრაზილიელია). მაქსველი “ბარსელონაში” 2009-12 წლებში თამაშობდა, ხოლო მოტა – კატალონიელთა სკოლის აღზრდილია და პირველ გუნდში იგი 2001-07 წლებში ირცხებოდა.

მაქსველსა და მოტას უნდა დავუმატოთ ზლატან იბრაჰიმოვიჩიც. მართალია, იგი პსჟ-ს ფეხბურთელი ჯერ ოფიციალურად არაა, მაგრამ “ბარსელონასთან” თამაშისთვის, დიდი ალბათობით, ყველაფერი დასრულებული იქნება. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward