”ბარსელონას” ახალი ფეხბურთელი ”ნოუ კამპის” ოფისის წინ ტრადიციულ ფოტოს ხვალ გადაიღებს. ხუთშაბათს ის სამედიცინო შემოწმებას გაივლის და შედგება პრეზენტაცია.
ოთხშაბათს ჟორდი ალბა დაუბრუნდება კლუბს, სადაც მან 6 წელი გაატარა ახალგაზრდულ ასაკში. ”ბარსას” ახალწვეული კლუბის ოფისს ხვალ ეწვევა. ხუთშაბათს ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, მოაწერს 5 წლიან კონტრაქტს ხელს, წარსდგება ”ნოუ კამპზე” გულშემატკივრების წინაში და გამართავს პირველ პრეს-კონფერენციას ”ბარსელონას” ფეხბურთელის რანგში.
ოთხშაბათი, 4 ივლისი
– 12:30 საათი. ფოტო კლუბის ოფისის შესასვლელთან
ხუთშაბათი, 5 ივლისი
– 08:30 საათი. სამედიცინო შემოწმება ბარსელონას საავადმყოფოში
– საავადმყოფოში ჩატარებული კვლევის შემდეგ მას ”სიუტატ ესპორტივაზე” კლუბის ექიმები შეამოწმებენ.
– 16:00 საათი. კონტრაქტის ხელმოწერის ცერემონია.
– 17:00 საათი. პრეზენტაცია ”ნოუ კამპზე” (ღიაა გულშემატკივრებისთვის)
– პრეზენტაციის დასრულების შემდეგ პრეს-კონფერენცია ”სალა პარიზში”.
პრეზენტაციას და პრეს-კონფერენციას პირდაპირ ეთერში გადასცემს ”ბარსა ტვ”, ასევე პირდაპირი ეთერის ხილვა შესაძლებელი იქნება კლუბის ოფიციალურ საიტზე.
ჟორდი ალბა დღეს ”ვალენსიას” ოფისში იმყოფებოდა, სადაც მან პრეს-კონფერენცია გამართა და დაემშვიდობა გულშემატკივრებს.
[media=http://www.youtube.com/watch?v=GZmuibuDfCg]


