“ბარსელონას” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა როგორც იქნა დაადასტურა ინფორმაცია, რომელიც ხორდი ალბას კატალონიაში დაბრუნებას გვამცნობს.
როგორც ცნობილი გახდა, “ბარსელონამ” და “ვალენსიამ” შეთანხმებას დღეს მიაღწიეს. კატალონიელებს ალბა 14 მილიონი ევრო დაუჯდათ და მარცხენა მცველი კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
23 წლის ხორდი ალბა ბარსელონაში მომდევნო კვირაში ჩავა და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, კონტრაქტს ხელს მოაწერს.



