workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 20:30

ბეტისი

ბეტისი ლოგო
2 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
გომესი 27'sports_soccer ეზალზული 53'sports_soccer ფ. ბერნალი 54'
იამალი 10'sports_soccer როდრი 41'sports_soccer ჟეზუსი 51'sports_soccer ე. გარსია 62'sports_soccer ოლმო 81'sports_soccer
ტურე, “ბარსელონას” ყველა დროის ძვირადღირებული ტრანსფერი

ტურე, “ბარსელონას” ყველა დროის ძვირადღირებული ტრანსფერი

“მანჩესტერ სითი” და “ბარსელონა” გნენერი იაია ტურეს ტრანსფერზე შეთანხმდენ, ამრიგად აფრიკელი “ლურჯ-ბროწეულისფერთათვის” სარეკორდო თანხად გაიყიდება.

ფეხბურთელის, როგორც ცნობილი გახდა კატალონიელები 30 მილიონის სანაცვლოდ შეელევიან, მაგრამ თუ კი, ინგლისელები გავლენ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე, მაშინ “ბარსელონა” დამატებით, ბონუსის სახით კიდევ ორ მილიონ ევროს მიიღებს. ახლა კი, დარჩენილია მხოლოდ ფორმალური საკითხების მოგვარება და ამ ამბის ოფიციალური დადასტურება. ეს ყველაფერი 30 ივნისამდე უნდა მოგვარდეს.

ამჟამად საბუთებზე ორივე მხარე და თავ-თავიანთი იურისტები მუშაობენ. ვინაიდან სპილოს ძვლის სანაპიროს ეროვნული ნაკრები, მსოფლიო ჩემპიონატზე საკმაოდ არადამაჯერებლად ასპარეზობს შესაძლოა, რომ კოტ-დ’იუარელი ფეხბურთელი პირდაპირ ნისლიან ალბიონზე გაფრინდეს, რათა სამედიცინო შემოწმება გაიაროს. სწორედ მაშინ იგეგმება ამ ტრანსფერის ოფიციალურად დაადასტურება.

რაც შეეხება იაიას ბარსელონულ სპორტულ მიღწევებს, ყველამ კარგად ვიცით, რომ მან 3 წლის განმავლობაში “ბარსასთან” ერთად 7 ჯილდო მოიგო და გვარდიოლას სქემის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა გახდა. ეკონომიკური თვალთაზისით ტრანსფერის რენტაბელურობა შენარჩუნებულ იქნა. თუ კი შევადარებთ იმ თანხას, რამდენადაც იგი “ბარსელონამ” შეიძინა და რა თანხადაც ყიდის, მაშინ სხვაობა უბრალოდ დაუჯერებელია. კატალონიელებმა იგი 9,5 მილიონ ევროდ იყიდა, პლუს 500 ათასი ევრო ყოველ მოგებულ ჯილდოზე.

მას შემდეგ, რაც “ბარსელონა” მარკ ვან ბომელმა დატოვა, არც ერთ ფეხბურთელს არ გამოუთქვამს წასვლის სურვილი, იაია ტურემ კი ეს პატარა “ტრადიცია” დაარღვია. აფრიკელი მეტ სათამაშო დროს ითხოვდა ვიდრე მას პირენიის ნახევარკუნძულზე ქონდა(და სამართლიანადაც. ავტ.), მას ინგლისური პრემიერ-ლიგის სათამაშო სტილი ხიბლავს და გარდა ამისა მას საშუალება ექნება, რომ “მანჩესტერ სითიში” თავისი ძმის, კოლო ჰაბიბ ტურეს მხარდამხარ იასპარეზოს.

საფეხბურთო ისტორია მართლაც, რომ ჭირვეულია. ერთი წლის წინ მან ახალი კონტრაქტი გააფორმა კლუბთან, გაუმჯობესებული საკონტრაქტო პირობებით და იფიცებოდა, რომ ის და ტავისი მეუღლე კატალონიურ ენას შეისწავლიდნენ. ამჯამად კი, პეპ გვარდიოლა და ჩიკი ბეგირისტაინი ჩამშლელი ტიპის ნახევარმცველთა საბაზრო ფასებს სწავლობენ, თუმცა გვარდიოლას პრიორიტეტი ბუსკეტსის მხარესაა, რომელიც ალბათ ძირითადის ფეხბურთელი გახდება და უამრავ სამუშაოს გააკეთებს მშობლიური კლუბისათვის.

 

წყარო: www.sport.es

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward