კატალონიის “ბარსელონას” და ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი პედრო როდრიგესი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი მოახერხებს ჟორდი ალბასთან და ჩავი მარტინესთან მოლაპარაკებას და მათ გადაბირებას.
“ვიმედოვნებ, “ბარსელონა” მოახერხებს ალბას დაყოლიებას. იგი უბრალოდ საოცარი ფეხბურთელია. მას მრავალმხრივ შეუძლია გუნდის გაძლიერება. ჟორდი დაცვაშიც ბრწყინვალეა და შეტევაშიც არანაკლებ კარგად თამაშობს. მისი მარცხენა ფეხი ჩინებულია. მან ფლანგიდან ჩაწოდებებიც შესანიშნავად შეუძლია. დარწმუნებული ვარ, იგი “ბლაუგრანაში” ადაპტაციას იოლად გაივლის. მთავარია ვიყიდოთ. ეს გუნდს ძალიან წაადგება.”
“რაც შეეხება ჩავი მარტინესს, იგი მიუხედავად თავისი ასაკისა დიდი გამოცდილების მქონე ფეხბურთელის შთაბეჭდილებას ტოვებს. მარტინესი შესანიშნავი მოთამაშეა და მისი ყიდვაც ასევე ბრწყინვალე ტრანსფერი იქნება.” –დაასრულა პედრომ.



