საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ნოელ ლე გრაეტმა დაადასტურა, რომ მათ ერიკ აბიდალი შვედეთთან გასამართ შეხვედრაზე მიიწვიეს.
”მე დავურეკე ერიკს, რათა საფრანგეთი-შვედეთის შეხვედრაზე დამეპატიჟებინა. თუკი ექიმი მას მგზავრობის ნებართვას მისცემს, მაშინ სამშაბათს დონეცკში ჩამოფრინდება, ხოლო მეორე დღესვე უკან დაბრუნდება. მისი ფიზიკური მდგომარეობა ძალიან კარგად უმჯობესდება” – განაცხადა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.
ერიკ აბიდალმა 10 აპრილს ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ჩაიტარა, რის შემდეგაც 40 დღე საავადმყოფოში იმყოფებოდა. ”ბარსელონას” მცველს საფრანგეთის ნაკრების ფორმა 61-ჯერ აქვს მორგებული.


