workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დიდი მადლობა, პეპ!

დიდი მადლობა, პეპ!

 
”ბარსელონას” პირველი გუნდის ყველა წევრმა კიდევ ერთხელ გაიხსენა პეპ გვარდიოლა. მათ მსგავსად საკუთარი აზრი გამოთქვა სპორტულმა დირექტორმა, ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტმა.

კარლეს პუიოლი: ”ჩვენთვის გზის ჩვენებისთვის”


ჩავი ერნანდესი: ”ფეხბურთში რევოლუციის მოხდენისთვის”


ვიქტორ ვალდესი: ”ყველაფრისთვის, მადლობთ ბოსს!”


ანდრეს ინიესტა: ”ყველა რჩევისთვის, ყველა პრობლემის გადაჭრისთვის, ყოველი სიტყვისთვის...”


ლეო მესი: ”მეგობრობისთვის, თავდადებისთვის, გამარჯვებულის ხასიათისთვის! არასდროს დამავიწყდები”


სესკ ფაბრეგასი: ”ამ პროექტში მონაწილოების შანსის მოცემისთვის და ყველაფრისთვის, რაც მასწავლე”


დანი ალვესი: ”ყველაფრისთვის, რაც მოგვეცი მოედანზე და მის მიღმა”


ხერარდ პიკე: ”ყველაფრისთვის, რასაც ყოველ დღე გვასწავლიდი და იმისთვის, რაც შენგან ვისწავლეთ”


პედრო როდრიგესი: ”ყველაფრისთვის, რაც მასწავლე და იმისთვის, რაც ერთად მოვიგეთ”


ხავიერ მასკერანო: ”ჩემზე ასეთი შთაბეჭდილების მოხდენისთვის, ფეხბურთის შენეული ხედვისთვის და შენი ლიდერობისთვის”


სერხიო ბუსკეტსი: ”იმისთვის, რომ ამ წარმატების ნაწილი ვიყავით”


დავიდ ვილია: ”საფეხბურთო კლუბ ”ბარსელონას” ისტორიაში საუკეთესო გუნდისთვის და დაუვიწყარი 4 წლისთვის”


ტიაგო ალკანტარა: ”იმისთვის, რომ ფეხბურთით სიამოვნებას ვიღებდი”


ერიკ აბიდალი: ”ჩემი ნდობისთვის, მიუხედავად ავადმყოფობისა. ეს არასდროს დამავიწყდება…”


ხოსე მანუელ პინტო: ”იმისთვის, რომ დაგვეხმარა გაზრდაში, როგორც ადამიანურ, ასევე პროფესიულ დონეზე. შენი გრძნობების ჩვენში გადმოტანისთვის. ჩვენი რწმენისთვის… ყველაფრისთვის”


ადრიანო კორეია: ”ჩემი ნდობისთვის და ერთად გამოცდილი ყველაფრისთვის”


იბრაჰიმ აფელაი: ”ჩემი მხარდაჭერისთვის ტრავმის დროს და შანსისთვის, რომელსაც მაძლევდი”


ალექსის სანჩესი: ”შენი ნდობისთვის და ერთად მოგებული 4 ტიტულისთვის”


სეიდუ კეიტა: ”საუკეთესო ქცევისთვის”


ანდრეუ ფონტასი: ”ყველაფრისთვის, რაც მიეცი სპორტს, ფეხბურთს და ”ბარსას”. დიდი პატივი იყო ამ წლების შენთან ერთად გატარება. ყოველთვის მადლობელი ვიქნები”


ისააკ კუენკა: ”ფეხბურთის თამაშის საუკეთესო გზის სწავლებისთვის”


ანდონი სუბისარეტა: ”ღიმილის ბევრი წლისთვის”


ხოსეპ მარია ბართომეუ: ”კლუბის დიდებულად ქცევისთვის. დიდი მადლობა პეპ ვალდებულებებისთვის, შენი გრძნობისთვის და თავდადებისთვის”


სანდრო როსელი: ”ჩვენი ოცნებების ასრულებისთვის და ყველა მომენტისთვის, რაც მოგვეცი. ”ბარსა” არის და მუდამ იქნება შენი სახლი”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward