როგორც მოსალოდნელი იყო, ესპანეთსა და იტალიას შორის ევროპის ჩემპიონატის ჩატარებული მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ანდრეს ინიესტა დასახელდა.
კატალონიის “ბარსელონასა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, “სკუადრა აძურასთან” მატჩში, მოედანზე 90 წუთი დაჰყო. ანდრესმა კარში 5-ჯერ დაარტყა, საიდანაც 3 დარტყმული ზუსტი გამოდგა. ინიესტას ანგარიშზე 59 გადაცემაა, რომელთაგან 86% ზუსტი იყო. “სიკვდილა” ბურთს სულ 77-ჯერ შეეხო. მის ანგარიშზეა 5 დრიბლინგი, რაც მატჩში საუკეთესო შედეგი იყო.